Tuesday, September 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ჯარის ძარცვის საქმე”- რას ამბობს ვლადიმერ ჩაჩიბაია

September 8, 2026
„ჯარის ძარცვის საქმე”- რას ამბობს ვლადიმერ ჩაჩიბაია

საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური „ქართული ოცნების“ მთავრობაში ვლადიმერ ჩაჩიბაია „ჯარის ძარცვის საქმეზე“ საუბრობს – ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

ჩაჩიბაია აცხადებს,რომ ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჩართულობა გამოიკვეთა და, როგორც გამოჩნდა, თანხის ნაწილი „სხვაგან მიედინებოდა“.

როგორც ჩაჩიბაია ამბობს, ბურჭულაძემ დანაშაული აღიარა და გამოძიებას გარიგებაში მონაწილე სხვა პირების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

“ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, იმიტომ, რომ ჯუანშერს დიდი ხანია ვიცნობ, ახლო ურთიერობა მაკავშირებს, ამიტომ ცოტა რთულია ჩემი მხრიდან ამაზე შეფასების გაკეთება. თუმცა, მან აღიარა დანაშაული, გამოავლინა დამატებით იმ ადამიანების წრე, რომლებიც ამ გარიგებაში იყვნენ მონაწილეები. ჩემთვის სმაწუხაროა ამ ყველაფრის მოსმენა… მიუხედავად იმ განსაცდელისა, რომელიც მას აქვს დღეს, მე მაინც ვაგრძელებ მასთან მეგობრულ ურთიერთობას. მე რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ზოგადად, ჯარი არის ფრთხილი თემა, ჯარს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება, ნებისმიერი ფორმით ჯარში ფულის კეთება გარკვეულ გრძნობებთან არის დაკავშირებული, ისეთ ადამიანებთან, როგორიც მე ვარ, ოფიცერი და სამხედრო. ეს არის ინსტიტუტი, რომელიც ყოველთვის მზადაა თავისი სიცოცხლე გაწიროს ქვეყნისა და ერის გულისთვის.

როგორც გამოჩნდა, არის ის ფაქტი, რომ ამ ფულის რაღაც ნაწილი მიედინებოდა სხვაგან, უბრალოდ, თავის დროზე, როდესაც გამოძიება და სასამართლო პროცესები ტარდებოდა, ბატონმა ჯუანშერმა და თანხმებლმა პირებმა თავის თავზე აიღეს იმ მოტივით, რომ მომავალში შესაძლებელი იქნებოდა ალბათ გარკვეული ფორმით სასამართლოსთან მოლაპარაკება თუ შეთანხმება, გირაოს სახით იქნებოდა თუ თანხის სანაცვლოდ. როგორც გამოძიებას და ზოგადად სასამართლოს ახასიათებს და პროკურატურის ნაბიჯიც არის, რომ ფართო წრე გამოავლინოს.

მე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა გამოჩნდა, რომ პრემიერ-მინისტრის ყოფილა ჩართული ამ საქმეში” – ამბობს ჩაჩიბაია.

ვლადიმერ ჩაჩიბაია გენერალ-ლეიტენანტია. 2016-18 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს, ხოლო 2018-20 წლებში თავდაცვის ძალებს ხელმძღვანელობდა.

2020 წელს პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით შევიდა, თუმცა მანდატი 2023 წლის მარტში, „აგენტების კანონის“ პირველი მოსმენით მიღების შემდეგ დატოვა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდა – მას 3 წლით პატიმრობა, 2 წლით პირობითი მსჯავრი და მილიონი ლარის ჯარიმა განესაზღვრა.

საქმე სამედიცინო აპარატურის შესყიდვას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებას ეხება. შეთანხმება მას შემდეგ გაფორმდა, რაც ბურჭულაძემ გამოძიებას ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილი საქმე – პროკურორი არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა წრე გაიზარდოს
  • “მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან” – რას აცხადებს ირაკლი კობახიძე
  • ხმაური საქალაქო სასამართლოსთან – დაკავებულების მშობლები ეკა კუპატაძეს დაუპირისპირდნენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge