საღამოს, სასწაულად ბედნიერი ამბები – “ადამიანი სასაფლაოზე აღარ დაიძინებს”. – ამ შინაარსის პოსტს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი აკა სინჯიკაშვილი ავრცელებს.
“ორ დღეში, ხალხის მიერ მოხდენილი დიდი ამბავი ადამიანი სასაფლაოზე აღარ დაიძინებს, სახლი აქვს, სადაც მშვიდად და ბედნიერად იქნება არ გადაიხდის გადასახადებს ერთი წელი, ექნება საკვები და ყველაფერი, რაც ნორმალური ცხოვრებისთვის სჭირდება სამსახურზე რამდენიმე შემოთავაზება აქვს და მისთვის საუკეთესოს ავარჩევთ ახალგაზრდა ქალია, დაუზარელი და ყველაფერი გამოუვა.
რანაირი ბედნიერია არ იცით,
ყველაზე მთავარია, რომ დაუბრუნდა სიცოცხლის ხალისი, ადამიანების იმედი და მზადაა თვითონაც დაეხმაროს სხვებს.
ჩვენც გვერდით ვეყოლებით, სანამ დავჭირდებით და ექნება ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა
ერთ დღესაც გათენდება და ყველას ექნება ამ ქვეყანაში სამსახური და სახლი. სასაფლაოზე და ქუჩაში აღარავინ დაიძინებს.” – წერია პოსტში.