Tuesday, September 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

თამაზ ელიზბარაშვილის ოჯახი შაკო კუჭაშვილის წინააღმდეგ ცრუ დასმენის ბრალდებით გამოძიების დაწყებას ითხოვს

September 8, 2026
თამაზ ელიზბარაშვილის ოჯახი შაკო კუჭაშვილის წინააღმდეგ ცრუ დასმენის ბრალდებით გამოძიების დაწყებას ითხოვს

თამაზ ელიზბარაშვილის ოჯახი შაკო კუჭაშვილის წინააღმდეგ ცრუ დასმენის ბრალდებით გამოძიების დაწყებას ითხოვს – როგორც “პირველებთან” დაკავებული ბიზნესმენის მეუღლე, ანი სუჯაშვილი ამბობს, სწორედ კუჭაშვილმა მისცა ცრუ ჩვენება გამოძიებას 30 აგვისტოს რესტორან “სხვა-ში” მომხდარზე.

თამაზ ელიზბარაშვილის საქმე – “პირველებმა” შაკო კუჭაშვილის ჩვენება მოიპოვა
სუჯაშვილის თქმით, კადრებში, რომელიც დაცვის მხარემ გაავრცელა, ჩანს, რომ “ქართული ოცნების” პროპაგანდისტი რამდენჯერმე იქაჩება თამაზ ელიზბარაშვილისკენ, რა დროსაც მას თანხლები პირები აკავებენ.

დაკავებული ბიზნესმენის მეუღლის თქმით, 30 აგვისტოს, შაკო კუჭაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს ელიზბარაშვილის პროვოკაციაზე წამოგება სურდათ, რაც არ გამოუვიდათ.

ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, იმიტომ, რომ პირველ რიგში ცრუ ჩვენება აქვს მიცემული შაკო კუჭაშვილს და ჩვენ ვნახეთ ამის დასტური, კადრების მიხედვით. რასაც თამაზი ლაპარაკობდა, რასაც მე ვლაპარაკობდი ზუსტად უკვე დადასტურდა ამ კადრების გავრცელებით. მე მაქვს კითხვები – რატომ არის თამაზ ელიზბარაშვილი დაჭერილი? სად არის ამ კადრებში მუქარა? – კადრები, რომელიც გაავრცელა პროკურატურამ ან აქ სად არის მუქარა? ამ კადრებში კარგად ჩანს, როგორ მოიმწყვდიეს თამაზ ელიზბარაშვილი და როგორ იმუქრებოდა შაკო კუჭაშვილი და როგორ ცდილობდა პროვოკაციაზე წამოეგო. მე ვფიქრობ, რომ უნდოდათ რამენაირად ფიზიკურ ძალადობაზე გადასულიყო თამაზი, თუმცა მან მოახერხა და იყო აბსოლუტურად მშვიდი”, – ამბობს ანა სუჯაშვილი.

თამაზ ელიზბარაშვილის საქმე – “პირველებმა” პროკურატურის მიერ დაზარალებულად დასახელებული შაკო კუჭაშვილის ჩვენება მოიპოვა.

“ოცნების” პროპაგანდისტის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ბრალდების მხარემ საქმეში ჯაბა ხუბუას მონაყოლით იხელმძღვანელა – პირის, რომელიც 30 აგვისტოს რესტორან “სხვა”-ში შაკო კუჭაშვილთან და სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა.

კერძოდ კუჭაშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, მას შემდეგ რაც ელიზბარაშვილი რესტორანში მიბრუნდა: “ჯაბამ შეამჩნია, რომ ელიზბარაშვილს მარჯვენა ხელი ჩაყოფილი ჰქონდა მუქი სპორტული მოსაცმლის მარცხენა შიდა ჯიბეში, ხოლო მარცხენა ხელით გარედან ეჭირა, რის გამოც გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჯიბეში პისტოლეტი ჰქონდა”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიმიტრი პესკოვი განცხადებას ავრცელებს
  • ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლის ფარგლებში 10 კომპანია 25 000 ლარით დაჯარიმდა
  • ჯარიმისა და საურავების სახით წელს ბიუჯეტში 127 807.1 ათასი ლარი შევიდა – 6 თვის ანგარიში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge