ეიფელის კოშკი ორშაბათს დაიხურა მას შემდეგ, რაც თანამშრომლები გაიფიცნენ. მიზეზი შაბათს მომხდარი ინციდენტი გახდა – გავრცელებული ინფორმაციით, ინდუისტურ რელიგიურ ჯგუფთან დაკავშირებული დელეგაციის ვიზიტის დროს ქალ თანამშრომლებს სამუშაო ადგილების დატოვება სთხოვეს, რათა მათ ნაცვლად მამაკაცებს ემუშავათ.
შაბათს, პარიზის ცნობილ ღირსშესანიშნაობას ინდუისტურ ორგანიზაცია BAPS-თან დაკავშირებული დაახლოებით 100-კაციანი დელეგაცია ეწვია. თანამშრომლების წარმომადგენლის, დაიან დავუანის თქმით, დელეგაციის ვიზიტის დროს ქალ თანამშრომლებს უთხრეს, რომ სამუშაო ადგილები დაეტოვებინათ და ადგილი მამაკაცებისთვის დაეთმოთ.
მისივე თქმით, მენეჯმენტმა თანამშრომლებს მომხდარის გამო ბოდიში მოუხადა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
