ამ პუტინისტური პარტიის გამარჯვებას გუშინ „ქართული ოცნება“ მიესალმა თავისი ოდიოზური რუპორის… – რას წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
“გუშინ საქსონიაში ადგილობრივ არჩევნებზე ულტრამემარჯვენე პარტიის გამარჯვების შემდეგ, ამ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ დღეს აუქციონზე გამოიტანა ჭიქა წარწერით „რუსული არმია“. ჭიქას დიდი სიყვარულით ახასიათებს და ამბობს, რომ მიღებულ ფულს „მემარცხენე ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში“ შეიტანს. ამას ეს ნეოფაშისტი აკეთებს მაშინ, როდესაც ეს რუსული არმია დღესაც აგრძელებს ათასობით უდანაშაულო ადამიანის ხოცვას.
ამ პუტინისტური პარტიის გამარჯვებას გუშინ „ქართული ოცნება“ მიესალმა თავისი ოდიოზური რუპორის, მოფილოსოფოსი ელემენტის, შათირიშვილის ენით და მის მიერ ნაჯღაბნ ტექსტს მთელი დღე კითხულობდნენ „იმედისა“ და სხვა სახელისუფლებო ტელნაგავების ეთერში.
„ქართული ოცნება“ ბოროტებას უჭერს მხარს და მისი დაუფარავი ზიზღი უკრაინისა და უკრაინელების მიმართ ამის გამოხატულებაა.” – წერს რომან გოცირიძე.
