Sunday, September 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოში პურის გარკვეული სახეობები გაძვირდა

September 8, 2026
რატომ გაძვირდა პური- რას ამბობენ მწარმოებლები?

საქართველოში პურის გარკვეული სახეობები გაძვირდა. მაგალითად, გარკვეულ სუპერმარკეტში ფასის მატება აისახა დაჭრილ თეთრ პურზე, რომელიც 1.40 ღირდა და 1.45 გახდა. როგორც კონკრეტულ სუპერმარკეტის ქსელში განაცხადეს, მათ გაძვირებული პროდუქტი გუშინ დილას მიიღეს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ განუცხადა, თეთრი პურის გაძვირებაზე მას ინფორმაცია არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ გარკვეული სახეობის პურზე ფასი 5-10 თეთრით ნამდვილად მომატებულია. მალხაზ დოლიძის თქმით, გაძვირება შეეხო, რეცეპტორულ პურის სახეობებს, შავ/რუხ დაჭრილ/შეფუთულ პურს.

„ის პური, რომელიც არის ყველაზე გავრცელებული სახეობა, რომელსაც ყველაზე მეტს ყიდულობენ თბილისელები, ეს არის ბატონისებური პური. მასზე ფასი არ მომატებულა.

თუ ახალ ასორტიმენტზეა საუბარი, მასზე შესაძლოა, 5 -10 თეთრი იყოს მომატებული. ხომ ხედავთ რა ხდება მსოფლიოში?! არის რუხი და შავი პური, ეს არის ახალი სახეობები, რომელზეც ფასი არის მომატებული 5-10 თეთრით, მეტით არა.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფასი მომატებულია მასიურ პროდუქციაზე, თეთრ პურზე, რომელსაც თბილისელები ყველაზე მეტად იყენებენ.

1.30 ლარის ღირებულების, რომელიც იყო იმ პურს მოემატა 5 თეთრი, 1.10 ლარი რაც ღირდა, მასზე მომატებულია – 10 თეთრი. კიდევ ვიმეორებ, ეს არის რეცეპტორული პური ანუ სხვადასხვა შემადგენლობაა შიგნით, ასევე შეფუთული და დაჭრილია ანუ მეტი შრომაა ჩადებული.

დაახლოებით, 1-2თვეა რაც მატება ფიქსირდება. მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მასიურ ასორტიმენტზე იქნება ის ფასი სტაბილურად, რაც იყო“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 112 მორიგ განცხადებას ავრცელებს
  • “არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდა და შიშველი სხეულის ჩვენებას სთხოვდა” – დაკავებულია ერთი პირი
  • “დედაშენს იმაზე უარესს ვუზავთ, რაც მაგ კადრებშიაო…” – რას ამბობს იმ ახალგაზრდის დედა, რომელმაც პოლიციიის განყოფილებაში მომხდარი ძალადობის კადრები მოიპოვა და გაასაჯაროვა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge