Tuesday, September 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„საქართველოში საჰაერო ტაქსის განვითარებასაც შეიძლება შეუწყოს ხელი“ – ავიაექსპერტი „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ პროექტზე

September 8, 2026
„საქართველოში საჰაერო ტაქსის განვითარებასაც შეიძლება შეუწყოს ხელი“ – ავიაექსპერტი „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ პროექტზე

„ამბასადორის საავიაციო სოფელი“ მცირე ავიაციის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება გახდეს და მომავალში საქართველოში საჰაერო ტაქსის მიმართულების განვითარებასაც შეუწყოს ხელი“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ავიაციის სფეროს ექსპერტმა, იასე ზაუტაშვილმა განაცხადა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ პრეზენტაცია შედგა. პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებას შეუწყობს ხელს.

პროექტი 16 ჰექტარზეა განთავსებული და მოიცავს უმაღლესი სტანდარტების აეროდრომს, საერთაშორისო დონის საფრენოსნო აკადემიას, საავიაციო კლუბსა და ავია-ვილების სარეზიდენციო დასახლებას.

როგორც იასე ზაუტაშვილი განმარტავს, მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა ქვეყანაში მცირე ავიაციის განვითარების სერიოზულ პერსპექტივას ქმნის.

„მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან კარგი წამოწყება და ალბათ მართლაც მადლობა უნდა ვუთხრათ იმ ბიზნეს ჯგუფს, რომელმაც განახორციელა ინვესტიცია ამ პროექტში. თვითონ „ამბასადორი“ კაჭრეთის ამ ტერიტორიას კიდევ ერთ ახალ დანიშნულებას აძლევს, იმიტომ რომ დიდი ხანია უკვე არის მოთხოვნა. ეს მცირე ავიაციის განვითარების ერთ-ერთი სერიოზული პერსპექტივა და წინ გადადგმული ნაბიჯია.

აეროდრომზე ფრენები და პრაქტიკული მეცადინეობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება როგორც საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ფრენა ჰობია“, – ამბობს იასე ზაუტაშვილი.

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ მომავალში აღნიშნული ინფრასტრუქტურა საჰაერო ტაქსის განვითარებისთვისაც იქნას გამოყენებული.

„სამომავლოდ აქ შეიძლება განხილული იქნას ისეთი თემა, როგორიც არის საავიაციო საჰაერო ტაქსის მოდელი. მაგალითად, თბილისიდან კაჭრეთში, კაჭრეთიდან თელავში ან თელავიდან კახეთის მიმდებარე ტერიტორიებზე ფრენების განხორციელება. მე ვგულისხმობ იმ ლოკალურ აეროპორტებს, სადაც უკვე ფაქტობრივად ამის ინფრასტრუქტურა გაგვაჩნია“, – აღნიშნა იასე ზაუტაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.

მისი თქმით, აქ საუბარი არ არის დიდი სამგზავრო თვითმფრინავების მართვისთვის სპეციალისტების მომზადებაზე. პროექტი ძირითადად მცირე ზომის თვითმფრინავებით ფრენის სწავლას და სამოყვარულო ავიაციას შეეხება.

„აქ საუბარი იქნება მხოლოდ და მხოლოდ სამოყვარულო დონეზე. ეს ხომ არ არის საერთაშორისო ფრენები და საერთაშორისო ავიაცია. აქ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც ფრენის შესწავლა სურთ, იგულისხმება დაახლოებით 50-დან 100 საათამდე ფრენის სწავლაზე.

მე ვფიქრობ, ინსტრუქტორების კადრები ჩვენ გაგვაჩნია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ შეასწავლიან მსურველებს ფრენას ანალოგიური ტიპის თვითმფრინავებზე.

ვთვლი, რომ ეს არის ძალიან წარმატებული და კარგი პროექტი. ფინანსური თვალსაზრისით ეს ინვესტიცია აბსოლუტურად გამართლებული იქნება და ბიზნესის კუთხითაც აუცილებლად მომგებიანი იქნება ეს თემა.

ქვეყანაში არის დიდი გამოცდილება და ცოდნა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც გაგვაჩნია საავიაციო უნივერსიტეტი“, – განაცხადა იასე ზაუტაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შალვა პაპუაშვილს ირაკლი ღარიბაშვილის წერილისთვის ამ დრომდე არ უპასუხია
  • შაკო კუჭაშვილს ახალ კადრებზე საუბარი არ სურს
  • “წერილში, გარდა ზოგადი კონტექსტისა, სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება და ახსნა-განმარტება არ ყოფილა” – გურამ მაჭარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მე-5 წერილზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge