“🔴 დემეტრე კასრაძე ხომ გახსოვთ?
ჰო, აი ის, გიგას სიკვდილს აჟიტირებული რომ ელოდებოდა!
(ისევ დავდებ მისი მესიჯის სქრინს, რომელიც გაბაშვილს გაუგზავნა.)
🔴 ირაკლი სულაბერიძეც ხომ იცით?
დიღმის ჩხუბების კადრები რომ გაავრცელა პროკურატურამ, იქ ჩანს — წითელმაისურიანი მხეცი.
ამოწმებს, მსხვერპლი გაითიშა უკვე თუ კიდევ უნდა გააგრძელონ წიხლებით ძალადობა.
🔴🔴 ჰოდა, მაგათი სასამართლო პროცესია დღეს, 13:00 სთ-ზე.
მოწმის სახით ვარ დაბარებული.
🔥⚖️🔥 ყველა მოძალადემ უნდა მოისმინოს წაყენებული ბრალის მაქსიმალური სასჯელი, რომ მოსახლეობა გაიფილტროს მათგან, ვისთვისაც ეს ნორმაა!
😓 სხვა თუ ვერა, დიდი დიღომი მაინც იხსნა გიგა ავალიანმა.
😓😓😓 “მოგიკვდეს დედა”-თქო — ამასაც ვერ ვამბობ.
არ მცალია სიკვდილისთვის, შვილის მკვლელებს და მათ ოჯახებს ვჭირდები ჯერ!” – წერს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე.
