Tuesday, September 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პერსონებისთვის შექმნილი და გაუქმებული ინსტიტუტები – ქართული ოცნების“ პერსონალური და არაანგარიშვალდებული მმართველობის მორიგი ეტაპი

September 8, 2026
პერსონებისთვის შექმნილი და გაუქმებული ინსტიტუტები – ქართული ოცნების“ პერსონალური და არაანგარიშვალდებული მმართველობის მორიგი ეტაპი

“პერსონებისთვის შექმნილი და გაუქმებული ინსტიტუტები -„ქართული ოცნების“ პერსონალური და არაანგარიშვალდებული მმართველობის მორიგი ეტაპი” – ამ სათაურით აქვეყნებს Სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახალ კვლევას, სადაც საუბარია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა დაკარგეს სტაბილურობა, ავტონომიური შინაარსი და სრულად მოერგნენ კონკრეტული პერსონების პოლიტიკურ ინტერესებს.

tvpirveli.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ქართული ოცნების“ მმართველობის 14-წლიან პერიოდში საქართველომ მიაღწია ეტაპს, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებმა დაკარგეს სტაბილურობა, ავტონომიური შინაარსი და სრულად მოერგნენ კონკრეტული პერსონების პოლიტიკურ ინტერესებს. ეს პროცესი განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, რამაც აღმასრულებელი ხელისუფლება საპარლამენტო კონტროლისგან ფაქტობრივად გაათავისუფლა. გაუქმდა კონსტიტუციის 81-ე მუხლის ის მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომელიც მთავრობის შემადგენლობის მინიმუმ 5 წევრით განახლების შემთხვევაში პარლამენტისგან ნდობის ხელახლა მიღებას მოითხოვდა. დღეს პრემიერ-მინისტრს აქვს შეუზღუდავი ძალაუფლება, ერთპიროვნულად და ყოველგვარი საჯარო დასაბუთების გარეშე ცვალოს მინისტრები, რამაც ინსტიტუციური მართვა ქაოტურ საკადრო „კარუსელად“ აქცია.

წარმოდგენილი ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების ტრანსფორმაცია დასრულდა არაფორმალური მმართველობის ვერტიკალის ჩამოყალიბებით, სადაც ფორმალური ინსტიტუციური ჩარჩოები მხოლოდ დეკორაციულ ხასიათს ატარებს. კონსტიტუციის 81-ე მუხლით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის გაუქმება (მთავრობის შემადგენლობის განახლებისას ნდობის თავიდან გამოცხადების ვალდებულება) იყო წინასწარ განზრახული სამართლებრივი ნაბიჯი აღმასრულებელი ხელისუფლების სრული ავტონომიზაციისთვის. ამ ცვლილებამ გზა გაუხსნა ე.წ. „არაფორმალურ მმართველობას“, რომლის დროსაც საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება არა საჯარო ინტერესის, კვალიფიკაციისა თუ ანგარიშვალდებულების, არამედ ვიწრო პოლიტიკური ლოიალობისა და შიდაპარტიული როტაციების საფუძველზე.

სახელმწიფო აპარატის ასეთი პერსონალიზაცია ნიშნავს ინსტიტუციური მეხსიერების წაშლას და მართვის სისტემის დეგრადაციას. როდესაც მინისტრი მხოლოდ რამდენიმე თვე რჩება თანამდებობაზე, სახელმწიფო კარგავს გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვის უნარს, ხოლო სამინისტროები იქცევიან პოლიტიკური ძალაუფლების მართვის დროებით ინსტრუმენტებად. კონსტიტუციური ბალანსის რღვევა და აღმასრულებელი შტოს ჰიპერცენტრალიზაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის საპარლამენტო რესპუბლიკის იდეას. შედეგად, ვიღებთ მმართველობის მოდელს, სადაც გადაწყვეტილების მიღების რეალური ცენტრი ფორმალური ინსტიტუტების მიღმაა, ხოლო კონსტიტუციური ნორმები მორგებულია არა სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულებაზე, არამედ მმართველი ძალის პერსონალურ კომფორტსა და პოლიტიკურ გადარჩენაზე. იხილეთ ვრცლად…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „საქართველოში საჰაერო ტაქსის განვითარებასაც შეიძლება შეუწყოს ხელი“ – ავიაექსპერტი „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ პროექტზე
  • კახა კალაძეს დედა გარდაეცვალა
  • ამოღებულია „მეთადონი“, „მეფედრონი“, „ალფა-პვპ“, „მდმა”, „ჰაშიში“, „კეტამინი“ და „მარიხუანა“ – დაკავებულია 8 პირი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge