გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 სექტემბერს 07:00 საათიდან 07:05 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში – მისაქციელი, ახატანი, ნავდარაანთკარი, ბურიანი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში;
10:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჩანადირთკარი, საკრამული, კოჭობის აგარაკები, ბაგა, საშაბურო და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჩანადირთკარი, ბულაჩაური, აბანოსხევი, ქუბრიაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თბილისში – სოფელ გლდანში, მშრალხევში, მამკოდასა და მიმდებარე ტერიტორიაზე;
12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ციხისძირი, ქანდა, ძველი უბანი, ქსანი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
