Monday, September 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მთავრობა აღიარებს, რომ ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალია” – რას ამბობენ ექსპერტები

September 7, 2026
“მთავრობა აღიარებს, რომ ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალია” – რას ამბობენ ექსპერტები

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დაადასტურა, რომ
ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალია. ამის შესახებ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში ისაუბრა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა, ის კვლავ მიზნობრივ დონეს აღემატება და, არსებული პროგნოზით, მიზნობრივ მაჩვენებელს მხოლოდ მომავალი წლიდან დაუბრუნდება.

ფასებს რაც შეეხება, ჯერ 6 თვეში რაც გვქონდა, იყო 5.8%. შემდგომში წლიური ინფლაციის დონემ უფრო დაიკლო და შეადგენს 5.6%. საშუალო მაჩვენებელი ბოლო 12 თვეში არის 5.1%. ჩვენი პროგნოზის მიხედვით წლიური არის საშუალოდ 4.9% დონეზე პროგნოზირებული. ყოველ შემთხვევაში, ეს მიზნობრივ ინფლაციასთან შედარებით მაღალი გვექნება და უკვე მომდევნო წლიდან დაუბრუნდება მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელს, – თქვა კაკაურიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის შეფასებას არ იზიარებს ეკონომისტი პაატა ბაირახტარი. მისი თქმით, ინფლაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების პროგნოზები არაერთხელ აცდა რეალურ მაჩვენებლებს, ფასების ზრდის შესაკავებლად კი მხოლოდ საგარეო ფაქტორებზე მითითება საკმარისი არ არის.

გასულ წელსაც გაიხსენებთ, იგივენაირი მოლოდინები ჰქონდათ ინფლაციასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე წელს ინფლაცია მოითოკებოდა, მაგრამ აგერ, მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. თქვენ თუ ჯგუფებში ჩაიხედავთ, იქ კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა და სტატისტიკას თუ ოდნავ გვერდზე გადავდებთ და დახლებზე არსებულ ფასებს შევხედავთ, საერთოდ კატასტროფული მდგომარეობაა.

ეროვნულმა ბანკმა ვერცერთხელ ვერ გაარტყა ინფლაციის პროგნოზს – ან ზევით არის, ან ქვევით არის. პრინციპი მარტივია: თუ ეროვნული ბანკი შეწყვიტავს ფულის ბეჭდვას და ბაზარს, ეკონომიკას არ მიაწვდის იმდენ ლარს, რამდენიც არ სჭირდება, დღეს იმაზე მეტი ლარი მიეწოდება ეკონომიკას, ვიდრე ეს საჭიროა, ჩვენ ინფლაციის მოთოკვას მოვახერხებთ. ეს არის გრძელვადიანი და სტრატეგიული მიდგომა. მოკლევადიან მიმართულებას თუ ვგულისხმობთ, რაზეც ახლა აპელირებს ხელისუფლება, რომ მაგალითად, რაღაც საგარეო შოკებია და ნავთობის ფასები იმატებს და ეს გადაეცემა ფასებს, კი, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ამაზე რეაგირების ბერკეტებიც გააჩნიათ მთავორბას და იგივე ამისი აპრობირებული მაგალითები არსებობს საგადასახადო ბერკეტების გამოყენებით, – ამბოლბს პაატა ბაირახტარი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქსონიის პოლიციამ გიორლიცთან, გრაუშტაინის ქვესადგურის ტერიტორიაზე, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების სიახლოვეს კიდევ ცხრა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა
  • “ბატონი კაკაურიძე თავისი საქმის მცოდნეა და ძალიან კარგად იცის, რომ მისი შეგონება, კეთილი სურვილები, ლოცვა-კურთხევა არ ცვლის ინფლაციის მაჩვენებელს…” – რას ამბობს თაზო დათუნაშვილი
  • 2026 წელს ხორბლის მსოფლიო წარმოება თითქმის 4%-ით შემცირდება – FAO

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge