თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე პოლიცია იყო მობილიზებული – გოგინავების ოჯახი ამბობს, რომ მეზობელმა საერთო სარგებლობის კიბე ჩაუკეტა.
მათი განმარტებით, საერთო კიბით ერთ ეზოში მდებარე ორი სახლის მაცხოვრებლები 46 წლის განმავლობაში სარგებლობდნენ. ოჯახი გადაწყვეტილებას აპროტესტებს და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
“რასაც ხედავთ, ეს არის საერთო გასასვლელი. აგერ გვიშენებენ კედელს. დღესაც მუშები თავისი ფეხით ადგნენ და წავიდნენ, იმიტომ, რომ ჩაკეტილია. ვერც გავდივართ და ვერც შიგნით შემოვდივართ. 87 წლის ბებო და 64 წლის მამიდა მყავს სახლში, რამე რომ დასჭირდეთ, აი, როგორ უნდა გავიდე? მე როგორც ვიცი, წითელი ზონის კიბე იყო, რომელიც გაუქმდა და შესყიდულია ახლა, მის საკუთრებაშია”,- ამბობს გოგინავების ოჯახის წევრი ტელეკომპანია “TV პირველთან”.
ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე ნანა კუხალეიშვილი წერს და ამბობს, რომ ადგილზე კედლის აშენება იგეგმება. იხილეთ სრულად…
