Monday, September 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ყველამ ვიცით, რა ხდება თბილისის შემოსასვლელში,შესაბამისად, დადგა შემოვლითი გზის მშენებლობის აუცილებლობა” – რას ამბობს გიორგი კაკაურიძე

September 7, 2026
“ყველამ ვიცით, რა ხდება თბილისის შემოსასვლელში,შესაბამისად, დადგა შემოვლითი გზის მშენებლობის აუცილებლობა” – რას ამბობს გიორგი კაკაურიძე

საავტომობილო გზების დეპარტამენტი თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის განხორციელებას იწყებს.

პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მთავრობას სესხის სახით 250 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს.

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

საკითხი კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.

„თბილისის შემოსასვლელში რა ხდება, ყველამ ვიცით. შესაბამისად, დადგა აუცილებლობა, შემოვლითი გზის მშენებლობა განხორციელდეს. ორ კომპონენტად დაიყო თბილისის შემოვლითი გზა. ერთი, რომელიც არის ბიუჯეტიდან დაფინანსებული – პირველი სამი ლოტი. ხუთ ლოტადაა დაყოფილი თბილისის შემოვლითი გზა. პირველ სამი ლოტზე ბიუჯეტიდან დავიწყეთ შესაბამისი პროცედურები და წლევანდელ ბიუჯეტში ეს უკვე გათვალისწინებული გვაქვს. შესაბამისად, ამას ბიუჯეტიდან დავაფინანსებთ. მეოთხე, მეხუთე ლოტი დაფინანსდება აზიის განვითარების ბანკის მიერ, 250 მილიონი დოლარია ამ შემთხვევაში გამოყოფილი აზიის განვითარების ბანკიდან. ეს არის 23-წლიანი სესხი. მათ შორის რვა წელი გვაქვს შეღავათიანი პერიოდი. საპროცენტო განაკვეთი არის SOFR-ზე დაფუძნებული ფიქსირებული მარჟა. ფიქსირებული მარჟა არის 0.7%. ივლისის მდგომარეობით, SOFR-ის მოცულობა დაახლოებით 3.8 %-ია. ამ პროექტის განმახორციელებელიც იქნება საავტომობილო გზების დეპარტამენტი, პროექტის განხორციელების ვადა 2031 წლის 31 დეკემბრამდეა“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

საკითხთან დაკავშირებულ განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია: „პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თბილისის შემოვლითი გზის დაახლოებით 18.9 კილომეტრიანი, ოთხზოლიანი, გამყოფი ზოლით აღჭურვილი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც მოიცავს მე-4 ლოტს თბილისის აეროპორტის სატრანსპორტო კვანძიდან ლოჭინის სატრანსპორტო კვანძამდე და მეხუთე ლოტს ლოჭინის სატრანსპორტო კვანძიდან რუსთავის სატრანსპორტო კვანძამდე, მათ შორის მისასვლელი და მომსახურების გზების მშენებლობას ან რეაბილიტაციას. საგზაო აქტივების მართვის შესაძლებლობებისა და საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროექტით ასევე გათვალისწიწებულია, საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერით საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაძლებლობების გაუმჯობესება პროექტის მართვისა და გზების მოვლა-შენახვის მიმართულებით, საგზაო აქტივების გაციფრულება, საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების გეგმის შემუშავება/განხორციელება, საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული პროგრამის შესაბამისად“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალებთან კამათს აზრი არ აქვს
  • ავარიული შენობები და გაჭიანურებული რეაბილიტაცია – რა ხდება საჯარო სკოლებში
  • ინდოეთში ექვსი გოგოს დედამ, საავადმყოფოდან სამი წლის ბიჭი გაიტაცა, რადგან ვაჟის გაზრდა სურდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge