“შეგიძლიათ ყველა კითხვა დაუსვათ პროკურატურას, შეგიძლიათ ყველა კითხვა დაუსვათ თორნიკეს… მე ბევრ რამე ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი რამე ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით, თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები, ინტერესი, შეგიძლიათ თქვენც დასვათ კითხვები” – ამბობს კობახიძე ჟურნალისტებთან თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე.
რიჟვაძის შესაძლო თვითმკვლელობის მცდელობის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ექსპრემიერმა ღარიბაშვილმა თავის ბოლო წერილში დაწერა, რომ კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს, არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, პასუხგაუცემელი კითხვები დარჩა.
