Friday, September 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

თამაზ ელიზბარაშვილმა სასამართლოში გაამხილა თუ რა მოხდა რესტორანში

September 4, 2026
თამაზ ელიზბარაშვილმა სასამართლოში გაამხილა თუ რა მოხდა რესტორანში

დაკავებულმა ბიზნესმენმა, თამაზ ელიზბარაშვილმა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილს დეტალურად მოუყვა, მისი ვერსია, რა მოხდა 30 აგვისტოს რესტორან “სხვაში“.

ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ 7 ადამიანი შეხვდა, რომლებმაც პრეტენზია წაუყენეს სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსების გამო და მისგან ბოდიშის მოხდა მოთხოვეს.

როგორც თამაზაშვილი ამბობს, არცერთ მათგანს არ იცნობდა და არც ის იცოდა, რის გამო სთხოვდნენ ბოდიშის მოხდას, შესაბამისად მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გამოვიდა 7 ადამიანი, ერთ-ერთმა წამიყენა პრეტენზია, რომ თურმე მისთვის მიგინებია სოციალურ ქსელში და ამისთვის უნდა მომეხადა ბოდიში, რაზედაცუარი განვუცხადე. ვუთხარი, მე შენ არ გიცნობ და რაზე უნდა მოგიხადო ბოდიში? თუ რამე იყო, მაჩვენე, სად გაგინე და მაგის მიხედვით ვნახოთ. დანარჩენებსაც ვეუბნებოდი, ვინ ხართ, ცხოვრებაში არ მინახიხართ, ჩვენ „ტელეიმედის“ თანამშრომლები ვართო, განმიცხადეს. კი მაგრამ, მე არცერთს არ ვიცნობ, ჟურნალისტი არცერთი არაა. ჩვენ არ მოგვწონს შენი პოზიცია, ხშირად გვაგინებ და ბოდიში უნდა მოიხადოო. არ მინდოდა ჩემ მეუღლეს დაენახა, როგორ მაგინებდნე, მაფურთხებდნენ, უშუალოდ ერთ – ერთი იყო ძალიან აგრესიული, მაგინებდა, მაფურთხებდა, ამას გიზამ, იმას გიზამ, – ჰყვებოდა ელიზბარაშვილი.

მან ბინის ჩხრეკის მომენტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველები მისი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ისე იქცეოდნენ, რომ თვითმკვლელობაც კი სცადა.

პატარა ბავშვები გვყავდა, ატყდა წივილი-კივილი ბავშვებს, ვეღარ ვუძლებდი, თვითმკვლელობა გადავწყვიტე და გადავდგი ერთი საფეხური. მაგ დროს დამიჭირეს და დამადეს ბორკილები, ისე მომიჭირეს, რომ მანქანაში გონება დავკარგე, – ამბობს თამაზაშვილი.

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში გაუშვეს. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშილმა რამდენიმ წუთის წინ გამოაცხადა.

მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. პროკურატურა პატიმრობის მოტივად, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებს ასახელებდა.

დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ასევე სასამართლოს ალტერნატივის სახით 20 000 ლარის ოდენობით გირაოც შესთავაზა, თუმცა, მოსამართლემ მათუ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

რა ვიცით თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების საქმეზე?
ბიზნესმენი პირველ სექტემბერს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

3 სექტემბერს პროკურატურამ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ბიზნესმენს სისხლის სამართლის კოდექსის მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა.

ცნობილია, რომ 1 სექტემბერს გაჩხრიკეს ელიზბარაშვილის მანქანა და საცხოვრებელი სახლი. მაშინ შსს-ში თქვეს, რომ სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ატარებდნენ.

ბიზნესმენი დაკავების დღიდან შიმშილობს და ამტკიცებს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ელისო კილაძე მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ ალაპარაკებას აანონსებს
  • კვლევამ აჩვენა, რა ემართებათ მოზარდებს, რომლებიც ძილის წინ ტელეფონს იყენებენ
  • “სახელმწიფო კრიზისშია და ეს კრიზისი გამოწვეულია „ქართული ოცნების“ მიერ…” – რას ამბობს ქეთევან თურაზაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge