აგენტურამ როგორც კი იგრძნო, რომ მცირე ნაბიჯებია აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობის დაახლოების, მაშინვე ბარამიძემ სიგიჟე ილაპარაკა, შემდეგ , გვარამიამ თქვა, რომ ტრავმები უნდა დავივიწყოთ, ბელადმა კი – აფხაზებს ვეზიზღებით და სახლებიდან უნდა გამოვყაროთო, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, აგენტურის წარმომადგენლებს სახელმწიფო ინტერესები არ ადარდებთ.
„აგენტურის მორიგი ლუსტრაცია ხდება, რასაც ჩვენს აფხაზ ძმებთან დაკავშირებით ჰყვებიან. მათ სახელმწიფო ინტერესები არ ადარდებთ, მათი ამოცანა სულ სხვაა – ერთმანეთი დავიბრუნოთ არა მშვიდობით, არამედ ცდილობენ, ის ხიდებიც ჩატეხონ, რაც ჩვენი ხალხის დახმარებით გაიდო.
ვთქვით, რომ ერთმანეთი მშვიდობით უნდა დავიბრუნოთ. შეცდომებს ორივე მხარემ თვალი უნდა გაუსწოროს და აღიაროს. აგენტურამ როგორც კი იგრძნო, რომ მცირე ნაბიჯებია აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობის დაახლოების, მაშინვე ბარამიძემ სიგიჟე ილაპარაკა, შემდეგ მასზე უარესი, გვარამია გამოვიდა და თქვა, რომ ტრავმები უნდა დავივიწყოთ. ბელადმა კი თქვა, რომ აფხაზებს ვეზიზღებით და სახლებიდან უნდა გამოვყაროთ. ეს არის რადიკალების და აგენტურის პოლიტიკა. ჩვენ ერთმანეთს მშვიდობით დავიბრუნებთ, ერთმანეთს გასაჭირში არ მივატოვებთ. როცა კრიზისია, ჰუმანიტარული სახით აფხაზ ძმებსა და დებს ვეხმარებით“, – განაცხადა ზარქუამ.
