Friday, September 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“შუაგულ ევროპაში, გერმანია ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე საუბრობს…” – რას ამბობს ირაკლი ჭეიშვილი

September 4, 2026
“შუაგულ ევროპაში, გერმანია ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე საუბრობს…” – რას ამბობს ირაკლი ჭეიშვილი

გერმანიაში მთავარი ოპოზიციური პარტია სახელისუფლებო ბლოკის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლის სამიზნეა. რეგიონულ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის საფრთხის წინაშეა, პარტიის წევრებზე კი ფიზიკური ძალადობა ხორციელდება.

ქალაქ ბად-კროიცნახში, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, პარტიის წარმომადგენლებს ქიმიური ნივთიერება შეასხეს. დაშავდა 9 ადამიანი. მათ მძიმე დამწვრობა მიიღეს. ძალადობრივი ინციდენტი 6 სექტემბერს საქსონია-ანჰალტის არჩევნებს ემთხვევა, სადაც გამოკითხვებით, ოპოზიციური პარტია 42%-მდე უპირატესობით ლიდერობს. მზარდი რეიტინგის ფონზე, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის გერმანიის თავდაცვის მინისტრი, საკონსტიტუციო სასამართლოსგან პარტიის 4 რეგიონული ორგანიზაციის დაუყოვნებლივ აკრძალვას ითხოვენ. თავად ალტერნატივა გერმანიისთვის მიმდინარე მოვლენებს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ კამპანიად აფასებს.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, გერმანიაში ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე საუბარი პოლიტიკური კონკურენტების ჩამოშორებასა და ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. მისი თქმით, მსგავსი პროცესების მიმართ ევროპული ქვეყნების დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით განსხვავებულია, რაც მისთვის მიუღებელია.

„ეს არის პოლიტიკური კონკურენტების ჩამოშორება, ეს არის ორმაგი სტანდარტი. როდესაც ჩვენ ვქმნიდით კომისიას, გვახსოვს ქალბატონი თეა წულუკიანი როცა იყო, შემსწავლელი კომისია, ვსაუბრობდით ჩვენ პოლიტიკურ აკრძალვებზე, მაშინდელი გერმანიის ხელისუფლება და ზოგადად ევრობიუროკრატია როგორ კრიტიკულად აფასებდნენ ამ პროცესს და იძახდნენ, რომ ეს არის დემოკრატიის უკუსვლა. ახლა შუაგულ ევროპაში, გერმანია უარეს პროცესს მიმართავს, ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე საუბრობს და ზუსტად ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი. რაც მათთვის არის მისაღები, რატომღაც საქართველოში იგივე პროცესების განვითარება არის მიუღებელი“, – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ჭეიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არავის თანხმობა, კეთილი სიტყვა და შერიგება არ გვჭირდება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად”- რას ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი
  • “ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ხალხისთვის კიდევ ერთი ახალი ხარკის შემოღებას გეგმავს…” – რას ამბობს ლაშა ფარულავა
  • სასამართლომ დენის კულანინს საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge