„მთავარი არხის“ ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს – ირაკლი კობახიძეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით არახამიას სიტყვების შეფასება სთხოვა და ჰკითხა, არის თუ არა ირაკლი კობახიძის მამა „კაგებეს“ აგენტი, რაზედაც ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „კაგებეს“ აგენტი მამაშენია.“
„ქალის სახე დაკარგე. პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს…შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი, „ნაცმოძრაობის“ გულისთვის დაკარგე სახე“ – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტს
უკრაინის რადას თავმჯდომარის – დავით არახამიასთან დაკავშირებულ საკითხს სოციალურ ქსელში მსახიობი იუნა შაფათავა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არახამია კაცობრიობის მტერია.
“Dieu…ბავშვებო, გამოდით პროპაგანდის ნაჭუჭიდან… არახამია არც ადამიანებში, არც ქართველებში, არც უკრაინელებში, არც რუსებში, არც ცოცხლებში არც მკვდრებში წერია, კაცობრიობის მ ტ ე რ ი ა…” – წერს შაფათავა