თამაზ ელიზბარაშვილის მხარდასაჭერად, დღეს, 2 სექტემბერს აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია თამაზ ელიზბარაშვილის Facebook გვერდზე ვრცელდება.
პოსტის მიხედვით, აქციაზე ცხოველთა მოყვარულები, დამცველები და ის ადამიანები იკრიბებიან, ვისაც დაკავებული ბიზნესმენის ბედი აღელვებს.
აქცია გრიგოლ ლორთქიფანიძის 9 ნომერში, 19:00 საათზე ჩაინიშნა.
დღეს 2 სექტემბერს, 19:00 საათზე, ცხოველთა მოყვარულებმა დაგეგმეს აქცია თამაზ ელიზბარაშვილის მხარდასაჭერად.
ვიკრიბებით ცხოველთა მოყვარულები, დამცველები და უბრალო ადამიანები, ყველა, ვისაც აღელვებს თამაზ ელიზბარაშვილის ბედი და სურს სოლიდარობა გამოუცხადოს მას.
აქცია გაიმართება გრიგოლ ლორთქიფანიძის 9 ნომერში. ყოფილი კაიროს ქ.26.
თავშესაფრის კაიროს ფილიალი,” – წერია პოსტში.
გუშინ, 1 სექტემბერს პოლიციამ ელიზბარაშვილის ავტომობილი და სახლი გაჩხრიკა, მოგვიანებით ადმინისტრაციული წესით დააკავა.
შსს-ში ამბობენ, რომ ბიზნესმენი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ამის პარალელურად ცნონბილია, რომ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით – სსკ-ის 151-ე – მუქარისა და 236-ე – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
დაკავებამდე ბიზნესმენმა და მისი ოჯახის წევრებმა ტერორსა და დაშინების მცდელობაზე ისაუბრეს.
