საქართველოში სტაფილოსა და თალგამის იმპორტი მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის ინვარ-ივლისში ქვეყანაში 6 410 ტონა (1.454 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტი შემოვიდა, რაც გასულ წლებთან შედარებით (საგარეო ვაჭრობის პორტალზე 2009 წლიდან ქვეყნდება), მაქსიმალური მაჩვენებელია.
შედარებისთვის, 2025 წლის 7 თვეში სტაფილოსა და თალგამის იმპორტმა 6 350 ტონა (1.398 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, 2024 წლის იგივე პერიოდში – 5 738 ტონა (1.289 მლნ აშშ დოლარი), 2023 წლის იანვარ-ივლისში – 5 128 ტონა (1.215 მლნ აშშ დოლარი), 2022 წლის 7 თვეში – 4 474 ტონა (887.9 ათასი აშშ დოლარის) და ა.შ.
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც სტაფილო და თალგამი შემოდის, 74.3% თურქეთზე მოდის, ხოლო 26% ირანზე.
