ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს შესაძლოა, ახალი მუხლები დაემატოს. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.
მათ შორის დოკუმენტში საუბარია, რომ თუ პირი ექსპორტის მიზნით ამზადებს პლასტმასის საგნებს მან ერთი თვით ადრე, წერილობით უნდა აცნობოს ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს.
თუმცა, მთავრობის ცნობით, აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მოქმედ კანონმდებლობაში სანქცია არ არის გათვალისწინებული. კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მიხედვით, მთავრობა გეგმავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს შესაბამისი შინაარსის ნაწილები დაემატოს.

რაც შეეხება კოდექსში ახალი მუხლების დამატებას, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, სანქციები დაწესდება მყარი სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების (მსხვრევა ან/და დახარისხება) საქმიანობიდან ჰაერის დაბინძურებისთვის.
გარდა ამისა, დაგეგმილი ცვლილებებით, სანქციები დაწესდება საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საზღვაო საწვავის, მძიმე საწვავისა და გაზოილის იმპორტის, წარმოებისა და მიწოდებისთვის, რომლებშიც გოგირდის შემცველობა დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობას აღემატება.
ინიციატივა ასევე ითვალისწინებს ჯარიმებს შემოღებას მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისთვის, შენახვის სავალდებულო სამუშაოთა განუხორციელებლობისა და მისი გადაადგილების წესების დარღვევისთვის.
შეგახსენებთ, ამავე გეგმაში საუბარია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებებით, შესაძლოა, საქართველოში ხილული გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების შემოწმებაზე უარის თქმისა თუ თავის არიდების ფაქტებზე სანქციები გამკაცრდეს.