პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელიც ირაკლი კობახიძის მამას, გია კობახიძეს ეხება და დავით არახამიას განცხადებას ეხმაურება, მისი „კგბ“-ს აგენტობის შესახებ:
“ერთს დავწერ , გია კობახიძეს ვიცნობ ახალგაზრდობიდან, ის უწესიერესი , უმაგრესი და სამშობლოს მოყვარული ადამიანია!
და კგბს აგენტს ვინც ეძახის გიას , ჯერ ქართულად საუბარი ისწავლოს, გალკინმა ისწავლა ბოლო ბოლო!
და ზოგადად ვინ არის? ვის აინტერესებს მაგის აზრი, თავისი მშობლიური რუსული ენა გააღრმავოს, ქართული რომ არაფერი აცხია!” – წერს დუმბაძე