უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში ბევრი ქალია. მათ შორისაა უკრაინელი სნაიპერი ალექსანდრაც. მას “უკრაინელ ლარა კროფტს” ეძახიან და გასაკვირიც არ არის – გარდა სილამაზისა, ანჯელინა ჯოლის გმირთან ალექსანდრას სხვა საერთოც აქვს, ტატუ და იარაღის ფლობის ოსტატობა.
ქალს ძალიან უყვარს ცხოველები, ყოველდღიურად ვარჯიშობს. როდესაც მის შესახებ პირველად გავრცელდა ინფორმაცია, ადამიანებს უჭირდათ დაჯერება, რომ ეს მშვენიერი გოგონა ნამდვილად სამხედრო იყო.
ალექსანდრას სამუშაო ადგილი გასაგები მიზეზების გამო არ ხმაურდება, მაგრამ 2022 წლიდან ის უკრაინის სამხრეთში, შეიარაღებულ ბატალიონში მსახურობს.
ალექსანდრა არ საუბრობს თუ რატომ გადაწყვიტა სამხედრო სამსახურში წასვლა, მაგრამ უკვე წელიწადზე მეტია, რაც ფოტოებს სამხედრო ფორმაში და იარაღით ხელში სოციალურ ქსელში აზიარებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ჯარში 50 000-ზე მეტი ქალი მსახურობს, ოქტომბრიდან კი შესაძლოა მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. უკრაინელ ქალებს შეუძლიათ ნებაყოფლობით შეუერთდნენ საკუთარი ქვეყნის არმიის რიგებს.