Wednesday, September 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

აღსრულების პოლიციის სამმართველო აღსრულების პოლიციის დეპარტამენტად ჩამოყალიბდება

September 2, 2026
აღსრულების პოლიციის სამმართველო აღსრულების პოლიციის დეპარტამენტად ჩამოყალიბდება

აღსრულების პოლიციის სამმართველო აღსრულების პოლიციის დეპარტამენტად ჩამოყალიბდება. შესაბამისი ცვლილებები – „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ კანონში შედის.

ცვლილებების მიხედვით, აღსრულების პოლიციელებისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებები შემოდის და შრომის ანაზღაურება წესრიგდება.

კერძოდ, აღსრულების პოლიციელები შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს მიიღებენ, რომელთა ოდენობას იუსტიციის მინისტრი განსაზღვრავს. პროექტით კონკრეტდება ისიც, რომ ისინი საკლასო დანამატს არ მიიღებენ.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, მისთვის ან მისი ოჯახისათვის ფულადი დახმარების გაწევასთან დაკავშირებული საკითხებიც მოწესრიგდება. კერძოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, აღსრულების პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში, მის ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება მიეცემა – 15 000 ლარის ოდენობით (10 000 ლარის ნაცვლად).

ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, აღსრულების პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახი ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებს – 30 000 ლარის ოდენობით.

პროექტის მიხედვით, აღსრულების პოლიციელი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 ლარს მიიღებს, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 ლარს, ხოლო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 ლარს.

კანონპროექტში გარდამავალი დებულების სახით განსაზღვრულია, რომ აღსრულების პოლიციის სამმართველოს პროფესიული საჯარო მოხელეები აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის, ტოლფას თანამდებობებზე უკონკურსოდ დაინიშნებიან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ეს არის ივანიშვილის პირადი კომფორტის და შეფასებების მიხედვით მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები” – ანა ბუჩუკური
  • ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ წარმოადგენს – რას ამბობს კახა კალაძე
  • აღსრულების პოლიციის სამმართველო აღსრულების პოლიციის დეპარტამენტად ჩამოყალიბდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge