Tuesday, September 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

პატიმრების ლიმიტის სკანდალი – კახი კახიშვილი პენიტენციურს პასუხობს

September 1, 2026
პატიმრების ლიმიტის სკანდალი – კახი კახიშვილი პენიტენციურს პასუხობს

პატიმრების ლიმიტის სკანდალი – ყოფილი მინისტრი, კახი კახიშვილი პენიტენციურს პასუხობს.

კახიშვილს უკვირს, რატომ გახდა 10 წლის წინანდელი განცხადების გადახედვა საჭირო, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ყველაფერი ელექტრონულ ეპოქაში გადავიდა და მილიონი სხვადასხვა ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმებია უკვე დანერგილი.

ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ მაშინ, როცა ის პენიტენციურ დაწესებულებას ხელმძღვანელობდა სხვა მეთოდოლოგია გამოიყენებოდა და ახლა სხვა.

თუ დღეს, დღევანდელი ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ არასწორად იყო დათვლილი, პირველ რიგში უნდა შეჯერდეს მეთოდოლოგია, – ამბობს ის.

“ყოველ შემთხვევაში იმას მაინც არ იძახიან, რომ ჩემ დროს უფრო მეტ პატიმარზე იყო გათვლილი და ახლა ნაკლებზეა. ეს ბრძანება ეფუძნებოდა კონკრეტული სპეციალისტების დასკვნაზე, რომლებიც იმ ლიმიტზე საუბრობდნენ,

რომლებიც იმ დროს იყო დამტკიცებული. შესაბამისად, თუ დღეს, დღევანდელი ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ არასწორად იყო დათვლილი, პირველ რიგში უნდა შეჯერდეს მეთოდოლოგია. ეს რომ იყოს სახლი, ძალიან

მარტივია, ერთი კედელი გაზომო, მეორე კედელი გაზომო, რამდენი კვადრატულია, მაგრამ ეს არის პენიტენციური დაწესებულება, შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში როგორ დათვლი თვითონ საწოლების განლაგებას,

პირადი სივრცე რამდენი უნდა ჰქოდნეს პატიმარს, ამას ჰქვია მეთოდოლოგია. მე ვერც იმას დავადასტურებ, რომ მაშინ იყო შეცდომა და ვერც დღევანდელ განცხადებას დავადასტურებ, რომ არის სწორი. რატომ ჩათვალეს, რომ 10

წლის წინანდელ განცხადებას უნდა გადახედონ, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, მითუმეტეს, იმ პერიოდში, როდესაც მე გახლდით მინისტრი, ლაითურის დაწერსებულება საერთოდ არ მოქმედებდა. მითუმეტეს, როდესაც ელექტრონულ

ეპოქაში გადავედით და მილიონი სხვადასხვა ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმებია უკვე დანერგილი, ამ პერიოდში იხელმძღვანელო მხოლოდ რაღაც ათაპაპის დროს დაწერილი პოსტულატებით, ჩემი აზრით, არასწორია”- განაცხადა კახიშვილმა.

იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე ამტკიცებენ, რომ 10 წელი ციხეებში პატიმრებს შეცდომით დათვლილი ლიმიტებით ანთავსებდნენ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურმა პენიტენციურ დაწესებულებაში საცხოვრებელი ფართობის სკანდალზე საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ “№15 პენიტენციურ დაწესებულებაში საცხოვრებელი ფართობის გაანგარიშების დროს დაშვებულ იქნა უზუსტობა”.

უწყება ხელს სასჯელაღსრულების ყოფლ მინისტრს კახი კახიშვილს ადებს და წერს, რომ “საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს ბრძანებაში 2016 წლის 15 აგვისტოს შეტანილი
ცვლილებით, მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი განისაზღვრა არასწორად – 1388 მსჯავრდებულით, მიუხედავად იმისა, რომ, რეალურად, კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით, ამ დაწესებულებაში

შესაძლებელი იყო 216-ით მეტი მსჯავრდებულის განთავსება”.

შეგახსენებთ, პაატა სალიას 15 ივლისის ბრძანებით, ქსნის №15 პენიტენციური დაწესებულებაში მსჯავრდადებულთა განთავსების ლიმიტი გაიზარდა. ახალი ბრძანებით, ამიერიდან ციხეს უფლება აქვს 1604 პატიმარი მიიღოს.

ახალი ლიმიტთ დაწესებულებაში 216-ით მეტი პატიმრის განთავსებაა შესაძლებელი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნაციონალური მოძრაობის” განცხადება აბსურდულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება” –
  • პატიმრების ლიმიტის სკანდალი – კახი კახიშვილი პენიტენციურს პასუხობს
  • საბა გოგლიჩიძე “მონცაში” ითამაშებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge