აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ საბა ბოჭორიშვილსა და გივი გუდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
პროკურატურა ორივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, საბა ბოჭორიშვილის ადვოკატი მის მიმართ მსუბუქი ღონისძიების გამოყენებას, გივი გუდაძის ადვოკატი კი მისი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდა.
როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, ორივე ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშაა და პროკურორის განცხადებით, მათი მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მიმალვის და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე არსებობს. განაგრძე კითხვა
