Tuesday, September 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

ახალი დეტალები აფხაზი ბლოგერის საქმეზე დაკავებულ ორ პირთან დაკავშირებით

September 1, 2026
აფხაზი ბლოგერის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს – მათ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან

დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული კიდევ ორი პირის შესახებ ” ტვ პირველისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი – როგორც ირკვევა, ბრალდებული საბა ბოჭორიშვილი და გივი გუდაძე ერთ-ერთ საშაურმეში მუშაობდნენ. გარდაცვლილი დაურ ბუავა კი სწორედ აქედან იცნობდა მათ.

გამოძიება ამბობს რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა აფხაზ ბლოგერს უსასყიდლოდ გადასცა მკვლელი ნივთიერება, მეორის სახლიდან კი დიდი ოდენობით ნარკოტიკია ამოღებული
საბა ბოჭორიშვილის უფლებადამცველის, გიორგი მეგრელიშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნარკოდანაშაულის ბრალდებით 0,24 გრამი მარიხუანას პირადი მოხმარებისა და შენახვისთვის დააკავეს და დაურ ბუავას გარდაცვალებასთან არავითარ კავშირში არ არის.

უფლებადამცველის თქმით, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.

“ჯერჯერობით მხოლოდ იმას გეტყვით, რომ არაფერ კავშირში არ არის დაურ ბუავას გარდაცვალებასთან, ანუ მცირე ნარკოტიკული, 0,24 გრამი მარიხუანას პირადი მოხმარებისა და შენახვისთვის არის დაკავებული. უბრალოდ იცნობდა დაურ ბუავას, სამუშაო ადგილიდან გამომდინარე, საშაურმეში მუშაობდა. საერთო სამსახურში მუშაობენ საბა ბოჭორიშვილი და გივი გუდაძე.

დაახლოებით, 5 000 ლარამდე მოვითხოვთ, რომ სასამართლომ განსაზღვროს და დანარჩენს უკვე სასამართლო გადაწყვეტს,” – ამბობს ადვოკატი, გიორგი მეგრელიშვილი.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს საბა ბოჭორიშვილის და გივი გუდაძის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. ბრალდებულები სასამართლოში ჯერ არ გადაუყვანიათ.

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირლიუკს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. ბრალდება წარედგინა კიდევ ორ პირს.

შეგახსენებთ, რომ დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. გამოძიების ვერსიით, ბუავამ და კირლიუკმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე შეუძლოდ გახდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ქალმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა ბინაში დატოვა, კარი გარედან ჩაკეტა და წავიდა.

საქმეზე გამოძიება განსაცდელში მიტოვების გარდა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც მიმდინარეობს. ბუავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით კიდევ ორი პირია დაკავებული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ახალი დეტალები აფხაზი ბლოგერის საქმეზე დაკავებულ ორ პირთან დაკავშირებით
  • კულტურის მინისტრის პოსტი ისევ ვაკანტურია
  • „თამოსკინი“ 600 ლარით დააჯარიმეს – რას ედავებიან თამუნა ვარშალომიძის კომპანიას?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge