Tuesday, September 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა ახალი რეგულაციები ამოქმედდება საქართველოში დღეიდან

September 1, 2026
რა ახალი რეგულაციები ამოქმედდება საქართველოში დღეიდან

გამკაცრებული საგადახდო მომსახურება, გაზრდილი სანქციები სესხის გამცემ სუბიექტებს – ეს არასრული ჩამონათვალია, იმ ცვლილებებისა და რეგულაციებისა, რომელთა ამოქმედებაც საქართველოში დღეიდან, 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან იგეგმება.

60 წელს გადაცილებული პირებისთვის საგადახდო მოთხოვნები მკაცრდება – 500 ლარზე მეტის აზარტული, კრიპტო და სხვა გადახდები საეჭვოდ ჩაითვლება

ეროვნული ბანკის მიერ აპრილში მიღებული გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საგადახდო მოთხოვნები მკაცრდება.

სებ-ის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზანი, ამ მომხმარებელთა თაღლითური სქემებისგან დაცვაა.

ახალი წესის თანახმად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა, დამატებით უნდა დანერგოს დაცვის სპეციალური ზომები 60 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვის, კერძოდ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა დროებით

უნდა შეაჩეროს ან სადაც ეს შეუძლებელია, უარი თქვას მომხმარებლის მიერ ინიციირებული რისკიანი ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე.

რისკიან ოპერაციად ჩაითვლება შემდეგი ქმედებები: თუ გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს და გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობებთან, მათ შორის,

ონლაინ სავაჭრო ე.წ. „ფორექსი“, საინვესტიციო, სათამაშო ბიზნესთან ან ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობებთან; ან გამოვლენილია მომხმარებლისთვის უჩვეულო ხარჯვისა და ქცევის თავისებურება. (იხილეთ ვრცლად აქ)

შსს ავტომობილების ხმაურს ადგილზე პორტატული ააპარატებით შეამოწმებს

2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში ავტომობილების მიერ წარმოქმნილ ხმაურს საერთაშორისო ISO 5130:2019 სტანდარტის შესაბამისი პორტატულ

ხმაურსაზომი მოწყობილობებით შეამოწმებენ.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში – 23:00-დან 08:00 საათამდე – 80 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.

რაც შეეხება სანქციებს, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონით დადგენილ ნორმას აღემატება, პირველ ჯერზე 100-ლარიან ჯარიმასა და მართვის მოწმობის 10 ქულის შემცირებას ითვალისწინებს.

დარღვევის განმეორების შემთხვევაში – მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება და 20 ქულა ჩამოაკლდება, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო დარღვევისთვის გათვალისწინებულია 300-ლარიანი ჯარიმა და მართვის მოწმობისთვის

მინიჭებული ქულების 30-ით შემცირება. (იხილეთ ვრცლად აქ)

ჩაის მწარმოებლებს ახალი მოთხოვნები უჩნდებათ

მთავრობამ მიმდინარე წლის ზაფხულში „ჩაის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ დაამტკიცა.

დოკუმენტი ადგენს ბიზნესოპერატორის მიერ ჩაის წარმოების, გადამუშავების, ბაზარზე განთავსების, დისტრიბუციის ეტაპზე რეგულირებისა და სხვა სავალდებულო მოთხოვნებს.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესოპერატორებს ახალი მოთხოვნები 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან უჩნდებათ. თუმცა, დოკუმენტი ადგენს გარდამავალ პერიოდსაც.

კერძოდ, ჩაი, რომელიც ბაზარზე განთავსებულია ან/და ეტიკეტირებულია დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს სურსათის

ვარგისიანობის ვადის გასვლამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2027 წლის 1-ელი სექტემბრისა.

დოკუმენტის თანახმად, მოთხოვნები ვრცელდება ჩაიზე, რომელიც განთავსებულია ბაზარზე ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის. ამასთან, დოკუმენტი განსაზღვრავს დაფასოებული და დაუფასოებელი შავი და მწვანე

ჩაისთვის ზოგად მოთხოვნებს.

რეგლამენტის თანახმად, დადგენილი მოთხოვნების შესრულებას სურსათის ეროვნული სააგენტო შეამოწმებს. ამასთანავე, კონტროლი განხორციელდება ბიზნესოპერატორის მიერ შიდა საწარმოო კონტროლის პირობებში. (იხილეთ ვრცლად აქ)

სებ-ი სესხის გამცემ სუბიექტებს სანქციებს უმკაცრებს
განაგრძეთ კითხვა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ახალი რეგულაციები ამოქმედდება საქართველოში დღეიდან
  • “„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ წლების განმავლობაში გვატყუა, რომ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის დაბეგვრის წესს შეცვლიდა…” – რას წერს რომან გოცირიძე
  • ბაჩო ჭალიძე, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში ველოსიპედით მოძრაობისას დაშავდა და ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, კვლავ მოედანზე დაბრუნდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge