გოგა მანია ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის მნიშვნელოვან პერიოდზე საუბრობს და მათ გარკვეულ რჩევებს აძლევს.
მისი თქმით, სექტემბრის ფავორიტი ნიშნებია:
1) კირჩხიბი – კირჩხიბებმა უკვე გაიარეს ტკივილი და ზეწოლა, ეს პერიოდი კი დასასრულს უახლოვდება.
2) ლომი – ურთულესი პერიოდი ჰქონდათ და 1-2 თვეში სრულ შვებას იგრძნობენ.
3) მშვილდოსანი – მათ დიდი ანაზღაურების წინაშე დააყენებს სამყარო.
4) კურო და ტყუპები ესენი არის სექტემბრის ყველაზე ფავორიტი ნიშნები. მათ ფინანსური კუთხითაც გაუმართლებთ.
„ყველა ზოდიაქოს ნიშანს მივმართავ: სიტყვა დავიღალე არ თქვათ. (რადგან პორტალი ისეა გახსნილი, იმას გვიბრუნებს რასაც ვაგზავნით) – ამბობს გოგა მანია და აღნიშნავს, რომ ადამიანი სამყაროსგან იმ ენერგიას იღებს, რომელსაც თავად აგზავნის.
