Monday, August 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

August 31, 2026
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ქალს, უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

სხდომაზე პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. ადვოკატი კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა.

პროკურატურა დაკავებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს.

პროკურორ დავით ყაზარაშვილის თქმით, ბრალდებულის პიროვნებაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, მას დაურ ბუავას ბინის დატოვებისას უამრავ ადამიანთან ჰქონდა კომუნიკაცია და მან არც ერთ ადამიანს არ უთხრა, რომ ბინაში განსაცდელში იმყოფებოდა ადამიანი.

პროკურორის თქმით, მას პასუხისმგებლობის შეეშინდა და პოლიციას არ შეატყობინა. პროკურორის თქმითვე, მნიშვნელობა მხოლოდ იმას არ აქვს, ბრალდებული იმ მომენტში რა მდგომარეობაში იყო, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ რამდენიმე დღის შემდეგ, მეგობრებმა დაურ ბუავა იკითხეს და მან მაშინაც კი დაუმალა მისი მდგომარეობა მათ.

ადვოკატი ხათუნა ჩხაიძე შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატის განცხადებით, დანაშაული მსუბუქ კატეგორიას მიეკუთვნება და სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახეობა არ უნდა გამოეყენებინა. ადვოკატის თქმით, დაკავებული მძიმე მდგომარეობაშია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

თავად დაკავებული ქალი დუმილის უფლებით სარგებლობს.

ცნობისთვის, აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. ის სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო, ვინაიდან მეზობლებმა სამაშველო ბრიგადა კორპუსში „გაფუჭებული ხორცის მძაფრი სუნის” გამო გამოიძახეს. ბუავა მაშველებს ბინაში შესვლისას გარდაცვლილი დახვდათ. 29 აგვისტოს სამართალდამცავებმა კი უცხო ქვეყნის მოქალაქე, დაურ ბუავას მეგობარი ქალი – ვალერია კირლიუკი სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით დააკავეს, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს. გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.სამართალდამცავებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ასევე, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ახალი ინფორმაცია მართვის მოწმობებთან დაკავშირებით
  • ირაკლი ღარიბაშვილს შვილებთან დაგეგმილი პაემანი გაუუქმეს
  • ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე ხე წაიქცა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge