Monday, August 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს

August 31, 2026
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ 2007 წლიდან ოპერირებს საქართველოში. კომპანიამ მემკვიდრეობით მიიღო არსებული ელექტროქსელი და პასუხისმგებელია მის საკუთრებაში არსებული ქსელის უსაფრთხო და საიმედო ექსპლუატაციაზე. არსებული ელექტროქსელი დაპროექტებული და კონსტრუირებულია ისე, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ქსელის მდგრადობა, უსაფრთხოება და აბონენტებისთვის ხარისხიანი ელექტრომომარაგება. შესაბამისად, მისი ცალკეული ელემენტების გადაპროექტება, რეკონსტრუქცია ან გადაადგილება, მათ შორის ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენების ან სატრანსფორმატორო პუნქტების გადატანა, შესაძლოა უარყოფითად აისახოს ქსელის საიმედოობასა და მდგრადობაზე.

ელექტროქსელის არსებული არქიტექტურა ეფუძნება შესაბამის ტექნიკურ სტანდარტებსა და ენერგოსისტემის სტაბილურობის პრინციპებს. შესაბამისად, ელექტროგადამცემი და გამანაწილებელი ხაზების განლაგება ვერ განისაზღვრება ცალკეული კერძო ან იურიდიული პირების ინტერესებიდან გამომდინარე და ვერ მოერგება სხვადასხვა დეველოპერული პროექტის მოთხოვნებს, თუ ეს ენერგოსისტემის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებას ეწინააღმდეგება.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ვერ იმოქმედებს კონკრეტული ბიზნესისა და ინდივიდების მოთხოვნების შესაბამისად, თუ აღნიშნული მოთხოვნები წინააღმდეგობაში მოდის ენერგოსისტემის ოპტიმალურ და უსაფრთხო ფუნქციონირებასთან“, – განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ მამისეიშვილმა.

მისი თქმით, ელექტროგადამცემ ხაზებზე ინდივიდუალური ინტერესების გათვალისწინებით ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეზღუდულია. შესაბამისად, კომპანია მიმართავს სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით აჭარის რეგიონში, საკუთარი საქმიანობის დაგეგმვისას გაითვალისწინონ არსებული ელექტროქსელის მდებარეობა და არ დაგეგმონ ისეთი პროექტები, რომლებიც მოქმედი ქსელის რეკონსტრუქციის ან გადაადგილების აუცილებლობას შექმნის და შედეგად შეასუსტებს ქსელის მდგრადობას ან დააზიანებს სხვა მომხმარებლების ინტერესებს.

კომპანია მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, საკუთარი ბიზნესსაქმიანობა ისე დაგეგმონ და განავითარონ, რომ არ დაირღვეს საქართველოს მთავრობის №366 დადგენილებით განსაზღვრული ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მშენებლობის დაგეგმვისას გათვალისწინებული იყოს ელექტრომოწყობილობების უსაფრთხო დაშორება და დაუშვებელი იყოს სამშენებლო სამუშაოების წარმოება ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ან ელექტროქსელის სხვა ელემენტებთან სახიფათო სიახლოვეს, რადგან ასეთმა ქმედებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე ელექტროქსელის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებას.

ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სასამართლო პროცესი ბრალდებულის გარეშე – რა ხდება დაურ ბუავას საქმეზე
  • ვრცელდება საჩხერეში ტრაგიკულად დაღუპული 31წლის კაცის ვინაობა
  • “ჩვენი ბავშვები მიდიან სკოლაში, სკოლას კი გაუჩნდა ძალიან ბევრი პრობლემა და მათი რიცხვი იზრდება…” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge