Monday, August 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“გასაკვირი არაფერია, რომ მამუკა მდინარაძის წასვლის შემდეგ, დაგეგმილი ცვლილებები აღარ განხორციელდება და მისი მასშტაბის ადამიანი აღარ არის მოაზრებული…” – რას ამბობს ნინო წილოსანი

August 31, 2026
“გასაკვირი არაფერია, რომ მამუკა მდინარაძის წასვლის შემდეგ, დაგეგმილი ცვლილებები აღარ განხორციელდება და მისი მასშტაბის ადამიანი აღარ არის მოაზრებული…” – რას ამბობს ნინო წილოსანი

“გასაკვირი არაფერია, რომ მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ეს ცვლილებები აღარ განხორციელდება – ალბათ, ამ მასშტაბის ადამიანი, რომელიც ასეთ კოორდინაციას გაუწევს [რეგიონულ საკითხებს], ამ ეტაპზე აღარც იქნება მოაზრებული,” – ამის შესახებ ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები ისევ გაერთიანდეს, ალბათ, უფრო მოქნილი სისტემის შექმნას უკავშირდება.

“ის ფაქტი, რომ მამუკა მდინარაძის ფაქტორიდან გამომდინარე, სამთავრობო სტრუქტურა კონკრეტულ ცვლილებას გადიოდა, ზუსტად პრემიერ-მინისტრის თქმითვე იყო დადასტურებული, რომ სწორედ მამუკა მდინარაძის ფიგურას, მის გამოცდილებას და კომპეტენციებს უკავშირდებოდა. შესაბამისად, გასაკვირი არაფერია, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლის და თანამდებობის დატოვების შემდეგ ეს ცვლილებები აღარ განხორციელდება. უმნიშვნელოვანესი ცვლილებები იქნება, მათ შორის, რეგიონულ სამინისტროსთან დაკავშირებით. სამთავრობო ცვლილებები გველოდება ამ კუთხით, თუმცა არა იმ ფორმით, როგორც იყო დაანონსებული.

გარკვეულწილად მივესალმები [სამინისტროების გაერთიანებას], რადგან ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტრო ერთად უფრო ქმედითი იყო. სამინისტროს გაყოფის შემდგომ პროცესმაც დაგვანახა, რომ ეფექტიანობა ამ კუთხით ნამდვილად არ გაზრდილა, ამიტომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომ ეს სამინისტროები ისევ გაერთიანდეს, ალბათ, უფრო მოქნილი სისტემის შექმნას უკავშირდება. ჩვენი მხრიდან, თავისთავად, მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. სხვადასხვა მიმართულებით, ეს იყო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია, თუ რეგიონული განვითარების შესახებ კოორდინაციის ფუნქცია, იმდენად დიდი დატვირთვის იყო, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თავის დროზე, ეს პოზიცია მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა, თუმცა მისი პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ, ალბათ, ამ მასშტაბის ადამიანი, რომელიც ასეთ კოორდინაციას გაუწევს, ამ ეტაპზე აღარც იქნება მოაზრებული. თითოეული მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეასრულებს იმ სამუშაოს, რომელიც აღნიშნულ სამინისტროს ექნება დაკისრებული,” – განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კი ისევ გაერთიანდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩვენი ბავშვები მიდიან სკოლაში, სკოლას კი გაუჩნდა ძალიან ბევრი პრობლემა და მათი რიცხვი იზრდება…” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი
  • “ქარი ამოვარდა. ჩემს შემთხვევაში ჩემი წონა არ ეყო, ქარმა უკან წამიღო და შუა გზაზე გავჩერდი” – რას ამბობს რუსკა მაყაშვილი ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოზე
  • “გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია…” – რას ამბობს ცოტნე ანანიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge