Monday, August 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

„ამოიცნო და 60 ჭრილობა მიაყენეს…“ – ახალი დეტალები გურიაში, სასტიკად მოკლულ ქალზე

August 31, 2026
მარნეულში კაცი დაჭრეს

გურიაში, სოფელ ნასაკირალში, გუშინ დაკრძალეს 60 წლის მარგო ზოიძე-გიორგაძე, რომელიც საკუთარ სახლში სასტიკად მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ფულის გამო მოხდა.

როგორც მოკლული ქალის ოჯახის ახლობელი გამოცემა „ბათუმელებს“ უყვება, მარგო ზოიძეს ძარცვამდე ტელეფონზე დარეკვა უცდია. ოზურგეთში, საავადმყოფოში რომ მიუყვანიათ, მარგოს ხელში ერთ-ერთი მკვლელის თმა ჰქონია შერჩენილი. ექიმს უთქვამს – „ჩემს პრაქტიკაში რა არ მინახავს, მაგრამ ასეთი სასტიკი არაფერიო“.

მკვლელობა, რომ შესაძლოა ერთ-ერთი თავდამსხმელის ამოცნობას უკავშირდებოდეს, ადასტურებს გარდაცვლილის ახლობელი.

„ჩვენი გვარის საამაყო რძალო, ვაჟკაცო და უდრეკო-უშიშარო, გამორჩეული იყავ შენი სტუმართმოყვარეობით. ადამიანი არ არსებობდა ფინანსურად ხელი არ გაგემართა, ყველას ეხმარებოდი, მეზობლის ბანკის ვალი გადაიხადე 10 000 ლარი. უნაკლო და უბადლო იყავი ყველაფერში. დღედაღამ შრომაში ატარებდი, რომ შვილებსა და შვილიშვილებს არაფერი მოკლებოდათ, ყველას ტკივილის გამზიარებელი იყავი. შენი ვაჟკაცობით დაიცავი თავი, ნიღაბი ჩამოგლიჯე, ამოიცანი და სასიკვდილოდ გაგიმეტეს, 60 დანის ჭრილობით, კართან შველას ითხოვდი, დამხმარე არავინ დარჩა. მკვლელის თმები ხელში გეჭირა, მხოლოდ დანის გამოყენებით გაჯობა. ჩვენ გულში ცოცხლად დარჩები, ჩვენი დიდი ტკივილი ხარ“,- წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.

გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვერ გავემიჯნები ვერაფერს, რისი მონაწილეც არ ვარ…” რას ამბობს პაპუაშვილი “უცნობის” ვიდეოზე
  • ხვალიდან 60+ პირებისთვის ₾500-ზე მეტი კრიპტო, აზარტული და სხვა გადახდები საეჭვოდ ჩაითვლება
  • გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა პირველ კომენტარს აკეთებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge