Monday, August 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ყველაზე არასტანდარტული კერძი რაც გამისინჯავს, შემწვარი კალიაა”- ირაკლი იაგორაშვილი

August 31, 2026
“ყველაზე არასტანდარტული კერძი რაც გამისინჯავს, შემწვარი კალიაა”- ირაკლი იაგორაშვილი

“ჩემი პრო­ფე­სია პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბაა – იდე­ებ­ზე, ფი­ლო­სო­ფი­ურ სა­კი­თხებ­ზე ვმუ­შა­ობ. სრუ­ლი­ად და­შო­რე­ბუ­ლია ამ საქ­მი­ა­ნო­ბას, მაგ­რამ კუ­ლი­ნა­რი­აც მინ­და ჩემი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი ნა­წი­ლი იყოს, რად­გან ძა­ლი­ან მომ­წონს, ჩემი ჰო­ბია… დღეს ძა­ლი­ან ბევ­რი კერ­ძია ისე­თი, რომ­ლებ­საც “გუ­გლის“ სა­ძი­ე­ბო ველ­ში ქარ­თუ­ლად თუ ჩა­წერთ, მხო­ლოდ ჩემი ვი­დე­ო­ე­ბი მო­ი­ძებ­ნე­ბა და ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს”, – ამ­ბობს ირაკ­ლი ია­გო­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თა­ვად გვი­ამ­ბობს, რო­გორ შეძ­ლო მსოფ­ლიო სამ­ზა­რე­უ­ლოს გაც­ნო­ბო­და.

ირაკ­ლი ია­გო­რაშ­ვი­ლი:
– ყვე­ლა ქვეყ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლოს თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს: ჩემი აზ­რით, სამ­ზა­რე­უ­ლო ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სია, რომ ქვე­ყა­ნა კარ­გად გა­იც­ნო. მიხ­ვდე­ბი, რო­გო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და ის­ტო­რი­აა, რა ტი­პის ხალ­ხი ცხოვ­რობს. ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო იგი­ვეა, სამ­ხრეთ ევ­რო­პა რომ ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პას შე­ვა­და­როთ. სამ­ხრეთ ევ­რო­პა ხმელ­თა­შუ­ა­ზღვის­პი­რე­თის რე­გი­ო­ნია და, ბუ­ნებ­რი­ვა­დაც, ბევ­რი პრო­დუქ­ტია; ასე­ვე ყო­ველ­თვის ვაჭ­რო­ბის ერთ-ერთი ეპი­ცენ­ტრი იყო და ძა­ლი­ან ბევრ ინ­გრე­დი­ენტზე ჰქონ­დათ წვდო­მა.

იმ ჩა­კე­ტილ ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც ჩრდი­ლო­ე­თით არი­ან, სამ­ზა­რე­უ­ლოც მწი­რია.

ჩვენ­თა­ნაც ძა­ლი­ან დიდი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაა, რაც ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შე­დე­გად არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. გარ­კვე­უ­ლი იმ­პე­რი­ე­ბის გა­სა­ყარ­ზე ვი­ყა­ვით, დე­რეფ­ნის ფუნ­ქცია გვქონ­და, დღე­საც გვაქვს, ვაჭ­რო­ბა აყ­ვა­ვე­ბუ­ლი იყო და ეს ყვე­ლა­ფე­რი კუ­ლი­ნა­რი­ა­ზე აი­სა­ხა.

– რო­დი­დან გაქვთ ინ­ტე­რე­სი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს მი­მართ?

– ეს ინ­ტე­რე­სი ბავ­შვო­ბი­დან მომ­ყვე­ბა. ინ­გლი­სუ­რი წიგ­ნი მქონ­და, სა­დაც კარ­ტო­ფი­ლის ნამ­ცხვარ­ზე ეწე­რა. ჩვენს სახ­ლში ძი­რი­თა­დად კერ­ძებს დიდი ბე­ბია ამ­ზა­დებ­და, რო­მე­ლიც სო­ხუ­მე­ლი გახ­ლდათ, ძა­ლი­ან კარ­გი კუ­ლი­ნა­რი. მას ვთხო­ვე, ეს ნამ­ცხვა­რი მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა, რად­გან ვი­ცო­დი, უარს არ მე­ტყო­და. გა­ტა­რე­ბუ­ლი კარ­ტო­ფი­ლი ცომ­ში შე­რე­უ­ლი დი­დად კარ­გი რამ არ გა­მო­ვი­და, მაგ­რამ წიგ­ნი დღემ­დე მაქვს და მახ­სე­ნებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბის მი­მართ ინ­ტე­რესს.

კი­დევ ერთი ხაზი მაქვს, ის, რაც წარ­სულს მახ­სე­ნებს: შოტ­ლან­დი­ა­ში ვსწავ­ლობ­დი ერთი სე­მესტრი და იქ სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი. ახლა ოთხი­ვე რომ ვიკ­რი­ბე­ბით, იმ კერ­ძებს ვამ­ზა­დებთ, რაც იმ დროს­თან ასო­ცირ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, შარ­შან შოტ­ლან­დი­უ­რი სა­ღა­მო მო­ვა­წყვეთ და ჰა­გი­სი მო­ვამ­ზა­დეთ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ სა­ღა­მოს ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ოც დავ­დეთ.

– ვი­დე­ო­ში ახ­სე­ნებთ, რომ ეს კერ­ძი ევ­რო­კავ­შირ­ში აკ­რძა­ლუ­ლია…

– დიახ, რად­გან კერ­ძი ცხვრის ფილ­ტვს შე­ი­ცავს, შე­იძ­ლე­ბა სა­ში­ში ინ­გრე­დი­ენ­ტი იყოს, ცხო­ველს თუ რა­ი­მე და­ა­ვა­დე­ბა აქვს. ზო­გა­დად, ევ­რო­კავ­შირს კვე­ბის ძა­ლი­ან ბევ­რი რე­გუ­ლა­ცია აქვს და შე­იძ­ლე­ბა ზოგი აკ­რძალ­ვა გა­და­მე­ტე­ბუ­ლიც იყოს. შოტ­ლან­დი­ა­ში ეს კერ­ძი ხელ­მი­საწ­ვდო­მია, ასე­ვე ამე­რი­კა­შიც, მაგ­რამ იქ ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ამ­ზა­დე­ბენ. ჰა­გი­სი ღუ­მელ­ში უნდა მო­ამ­ზა­დო, ჯერ მო­ხარ­შუ­ლი თალ­გა­მის ფე­ნაა, შემ­დეგ კარ­ტო­ფი­ლის პი­უ­რეა, შემ­დეგ ჰა­გი­სი და ზე­მო­დან მოს­ხმუ­ლია ვის­კის სო­უ­სი. განაგრძეთ კითხვა…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნაციონალური მოძრაობა” თორნიკე რიჟვაძის საქმეზე მამუკა მდინარაძის გამოკითხვას ითხოვს
  • „ამოიცნო და 60 ჭრილობა მიაყენეს…“ – ახალი დეტალები გურიაში, სასტიკად მოკლულ ქალზე
  • “არ გამოვრიცხავთ, რომ მამუკა მდინარაძემ, რამდენიმე თვეში, გრიგოლ ლილუაშვილის ბედი გაიზიაროს” – რას ამბობს გიგა ფარულავა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge