გრიგოლ ლილუაშვილის საქმე – თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და დიდი ალბათობით ნახავენ იმ ვიდეო-ჩანაწერებს, რომლებიც საქმეში დევს.
როგორც სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატი “პირველებს” უყვება, საუბარია არა ფარული მიყურადებით მოპოვებულ ვიდეოებზე, არამედ საჯაროდ გაკეთებულ კომენტარებზე.
ლანა ცერცვაძის თქმით, ერთ-ერთი ჩანაწერი ადასტურებს ფაქტს, რომ სასამართლოში ბრალდების მიერ მოყვანილ მოწმეს პირადი დამოკიდებულება აქვს ლილუაშვილთან, ამიტომ მის ჩვენებას ეჭვქვეშ აყენებენ. განაგრძე კითხვა
