ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა თბილისში – რუსთაველზე, შუა საკუნეების კერამიკის სახელოსნო და ნაწარმის ფრაგმენტებია აღმოჩენილიახალი არქეოლოგიური აღმოჩენა თბილისში – რუსთაველზე, შუა საკუნეების კერამიკის სახელოსნო და ნაწარმის ფრაგმენტებია აღმოჩენილი
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარედ, შუა საუკუნეების კერამიკის სახელოსნო და კერამიკული ნაწარმის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შემდეგ, აგვისტოს შუა რიცხვებში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერიტორიაზე აგურის წყობები და კერამიკული ჭურჭელი იქნა აღმოჩენილი.
“საზოგადებრივი მაუწყებლის” ინფორმაციით, გამზირზე ამ ეტაპზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს.
ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა თბილისში – რუსთაველზე, შუა საკუნეების კერამიკის სახელოსნო და ნაწარმის ფრაგმენტებია აღმოჩენილიახალი არქეოლოგიური აღმოჩენა თბილისში – რუსთაველზე, შუა საკუნეების კერამიკის სახელოსნო და ნაწარმის ფრაგმენტებია აღმოჩენილი
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარედ, შუა საუკუნეების კერამიკის სახელოსნო და კერამიკული ნაწარმის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ
ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შემდეგ, აგვისტოს შუა რიცხვებში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერიტორიაზე აგურის წყობები და კერამიკული ჭურჭელი იქნა აღმოჩენილი.
“საზოგადებრივი მაუწყებლის” ინფორმაციით, გამზირზე ამ ეტაპზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, მთავარი არქეოლოგი მერაბ ძნელაძე, რომელიც ადგილზე მუშაობს, აცხადებს, რომ ეს არის დიდი მნიშვნელობის აღმოჩენა და მრავალი წელი ელოდა როდის გაიხსნებოდა რუსთაველის გამზირი.
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ აღმოჩენა ახალია, ჯერ რთულია ზუსტი წლების დადგენა, თუმცა, უხეში საანგარიშო პერიოდი მე-10-მე-12 საუკუნეებს მოიცავს, იქამდე სანამ დავით აღმაშენებელი გახდებოდა მეფე.
მაუწყებლის ცნობითვე, რუსთაველის გამზირზე აღმოჩენილია სხვადასხვა სახის არტეფაქტი: მოჭიქული კერამიკა, თიხის ჭურჭელი, სასმისის ფრაგმენტები, დოქები და ა.შ.
