Saturday, August 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

August 29, 2026
დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ ერთი პირი დააკავა – ქალს ბრალად განსაცდელში მიტოვება ედება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა.

ბრალდებულის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ შეუძლოდ მყოფი დაურ ბუავა, რომელიც იმყოფებოდა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, მან მარტო დატოვა. კერძოდ, ბრალდებულმა საცხოვრებელი ბინის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია და დაურ ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 128-ე – განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს, საქმეზე გრძელდება შესაბამისი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.

შეგახსენებთ, რომ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა რამდენიმე წლის წინ მიიღო, თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების თქმით, კორპუსში გაუსაძლისი სუნი იყო, რის შემდეგაც ადგილზე სამსაშველო და საპატრულო გამოიძახეს. ბინაში შესულ სამართალდამცველებს დაურ ბუავა სავარაუდოდ რამდენიმე დღის გარდაცვლილი დახვდათ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ის რაც ხდება ახლა ჩემს აბასთუმანში ყოვლად სამარცხვინოა” – ლიკა გამრეკელი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს
  • საბაჟო გამშვებ პუნქტ “სარფის” ტერიტორიაზე დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი ერთი პირი
  • დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge