ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების აღდგენის მიზნით სხვადასხვა ბრიგადა მუშაობს. ვფიქრობთ, რომ საღამოს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს და ეტაპობრივად მოხდება გაზის მიწოდების აღდგენა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა, – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე საუბრისას.
„გააქტიურდა მეწყრული პროცესები. დაზიანდა, როგორც ცენტრალური, ისე შიდა საუბნო გზები. გათიშულია და ელექტროენერგია არ მიეწოდება 600-მდე აბონენტს. ასევე, გაზის მიწოდება შეუწყდა 1200 აბონენტს. უწყვეტ რეჟიმში, გუშინ საღამოდან მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. გაწმენდილია მეწყრული პროცესების შედეგად ჩაკეტილი გზები. ასევე, ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების აღდგენის მიზნით სხვადასხვა ბრიგადა მუშაობს. ვფიქრობთ, რომ საღამოს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს და ეტაპობრივად მოხდება გაზის მიწოდების აღდგენა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა და უახლოეს მომავალში გვეცოდინება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა“, – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სტიქიამ გუშინ დააზარალა. დაზარალებულთა დასახმარებლად ბაღდათის მერიაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
