“უფლებები საქართველო” მიხეულ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ დენის კულანინზე, რომელიც ამჟამად იგრაციის დეპარტამენტის ცენტრშიაა გადაყვანილი, განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციის თქმით, კულანინი რუსეთში გაძევების შემთხვევაში, (უკრანის მხარდაჭერის გამო) შესაძლოა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდეს.
დაუშვებელია პირის იმ სახელმწიფოში დეპორტაცია, რომელშიც შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას – წერს “უფლებები საქართველო” და მზადყოფნას გამოთქვამს დენის კულანინის ინტერესები დაიცვას.
ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსათვის“ ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა მოხდეს მიხეილ ყაველაშვილის მიერ გუშინ შეწყალებული დენის კულანინის რუსეთის ფედერაციაში დეპორტაცია.
მოვუწოდებთ ყველა შესაბამის სტრუქტურას იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია პირის იმ სახელმწიფოში დეპორტაცია, რომელშიც შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას.
არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დენის კუნანინი მის მიერ უკრაინის მხარადჭერის და რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაგმობის საჯარო განცხადებების გამო, რუსეთში ამგვარი მოპყრობის მსხვერპლი გახდეს.
,,უფლებები საქართველო” გამოთქვამს მზადყოფნას, დაიცვას დენის კულანინის ინტერესები სადეპორტაციიო საქმის წარმოების შემთხვევაში.
,,უფლებები საქართველოს” იურისტები დენის კულანინის ინტერესებს, ასევე, წარმოადგენდნენ თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში სხვადასხვა სამართლებრივი დავის ფარგლებში, კერძოდ, სამართლებრივი დახმარება გავუწიეთ მის მიმართ დამდგარი განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრებაში.
ასევე, დენის კულანინს მიმართული ჰქონდა თავშესაფრის მოთხოვნით მიგრაციის დეპარტამენტისათვის, თუმცა, მიგრაციის დეპარტამენტმა უარი უთხრა თავშესაფრის მიცემაზე. აღნიშნული უარი ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდა სასამართლოში. მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა არ დააკმაყოფილა წარდგენილი საჩივარი”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
პატიმრობიდან გათავისუფლებული დენის კულანინი მიგრაციის დეპარტამენტის განთავსების ცენტრშია გადაყვანილი – ამის შესახებ ინფორმაცია “პირველებს” შსს-ში რამდენიმე წუთის წინ დაუდასტურეს. კულანინი რუსეთის მოქალაქეა.
ადვოკატის თქმით, თუ საქართველოს მხრიდან აქტივისტის რუსეთში ექსტრადაცია მოხდება, ამ შემთხვევაში მას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს, რადგან ის ომში უკრაინის მხარდამჭერია.
როგორც შსს-ში “TV პირველს” უთხრეს, გათავისუფლებულ კულანინს უფლება აირჩოს მესამე ქვაყანა და მისი დეპორტაცია რუსეთში არ მოხდეს.
