ეს იყო აფხაზი ბიჭი რომელიც სწორი მესიჯებით ხელს უწყობდა ჩვენი მეგობრობის შანსის არსებობას… – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
“ეს არის აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა.
საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა 2021 წელს და დაიწყო ვიდეოების ჩაწერა, ქართველების და აფხაზების თანაცხოვრების აუცილებლობაზე და რა გზით იქნებოდა ეს შესაძლებელი.
ერთ-ერთი ბოლო ვიდეო იყო აფხაზეთში საქართველოდან ბენზინის შეტანაზე. კომენტარებში უწერდნენ რომ ვიდეოს შინაარსიდან გამომდინარე სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა.
დაური სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
რა თქმა უნდა საქმე აღიძრა თვითმკვლელობის მუხლით. ეს იყო აფხაზი ბიჭი რომელიც სწორი მესიჯებით ხელს უწყობდა ჩვენი მეგობრობის შანსის არსებობას. იმედია როდესმე გავიგებთ რა მოხდა სინამდვილეში.” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
