შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ეგიდით პირველად მიმდინარეობს გრანდ სლემის ტურნირი.
შეჯიბრზე დღეს საქართველოს ნაკრები ოთხი წევრი გამოვიდა. მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) პირველ წრეში თურქმენეთის წარმომადგენელი მაისა პარდაიევა დაამარცხა და მერვედფინალში ფინელ პილა მატიკაინენს შეხვდება. ამავე წონაში თავის შეხვედრას მოგვიანებით ჩაატარებს ნინო ლოლაძე – მისი მეტოქე იაპონელი აიუამი ტაკანო იქნება.
ტურნირს პირველივე ეტაპზე გამოეთიშნენ თორნიკე გიგაური და ვაჟა მარგველაშვილი (ორივე 66 კგ).
