Friday, August 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

უნიკალური კადრები და სასწაული, რომელიც შხამიან გველებს ზნეს უცვლის

August 28, 2026
უნიკალური კადრები და სასწაული, რომელიც შხამიან გველებს ზნეს უცვლის

კუნძულ კეფალონიაზე წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ყოველ მარიამობას, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ყოველწლიურად აღესრულება სასწაული – ხატის თაყვანის საცემად შხამიანი გველები მოდიან. ხატს “გველის ღვთისმშობელს” უწოდებენ, გველებს – “ღვთისმშობლის გველებს”. სასწაულია, სხვა რა არის, კლდიდან გამოდიან გველები, შედიან ტაძარში და იქ დაბრძანებულ ღვთისმშობლის ხატებზე განლაგდებიან.

ორი სოფელია, სადაც ეს სასწაული ფიქსირდება – არჯინია და მარკო პულოსი. სოფელ არჯინიაში მდებარე ისტორიულ ტაძარში დაახლოებით მე-14 – მე-15 საუკუნეში დაიწყო ეს ყველაფერი.

მთაზე მდებარე ტაძარში იყო დედათა მონასტერი, რომელსაც ძალიან ხშირად თავს ესხმოდნენ მეკობრეები. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს, როგორც ლეგენდა გვიყვება, მეკობრეებმა ალყა შემოარტყეს მონასტერს. დედებმა დახმარება ღვთისმშობელს სთხოვეს, რომელმაც ისმინა თხოვნა და ისინი გველებად გადააქცია.

ლეგენდის მიხედვით, დედები გველების სახით გამოდიან ტაძარში და ეს ყოველ მარიამობას ხდება. როგორც იქ ამბობენ, ეს გველები სხვა დროს არსად არ ფიქსირდებიან. სწორედ 28 აგვისტოს გამოდიან და ერთი კვირის შემდეგ უკან კლდეში ბრუნდებიან, მთელი წლის განმავლობაში კი მათი ნახვა თითქმის შეუძლებელია. ერთი კვირის განმავლობაში ეს გველები არიან საოცრად მშვიდნი და კეთილგანწყობილნი. ამ გველებისთვის დამახასიათებელი ნიშანია ასევე მათი სხეულის სითბო;

ამ პატარა სოფელში ყოველ ღვთისმშობლობაზე ათეულობით ათასი ადამიანი ჩადის. თავდაპირველად ტაძარი კლდეზე იყო მიდგმული, კლდის გარშემო იყო გაშენებული მონასტერიც, ახლა ასე აღარ არის, ტაძარი დაინგრა და დაახლოებით 50 მეტრში ახალი ღვთისმშობლის ტაძარი ააშენეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს. თუ ასე ვიმოძრავებთ, სიძულვილს ოპონირება ჩაანაცვლებს…” – რას ამბობს თენგიზ შარმანაშვილი
  • წყალი 18:00 საათამდე შეწყდება – კომპანია GWP ინფორმაციას ავრცელებს
  • უნიკალური კადრები და სასწაული, რომელიც შხამიან გველებს ზნეს უცვლის

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge