16 წლის მოზარდი, რომელსაც 50 წლის კაცის მკვლელობას ედავებიან, რუსთავის სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე დღეს ბრალდებული ბიჭის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდა, ამბობდა, რომ არასრუწლოვანი სავარაუდოდ სექსუალური ძალადობის დროს აუცილებელი მოგერიების პირობებში მოქმედებდა და თავს იცავდა.
დღეს სასამართლოზე სამედიცინო ექსპერტი და ერთი გამომძიებელი დაიკითხა, ასევე ჩვენება მისცა დაკავებული არასრულწლოვანის ძმამაც, რომელმაც სასამართლოს უთხრა, რომ გარდაცვლილ მამაკაცს მასზეც ჰქონდა სექსუალური ძალადობის მცდელობა.
დღეს დაიკითხა სამედიცინო ექსპერტი, რომელმაც ვერ უარყო ძალადობის ფაქტი და ის, რომ ბავშვი ნამდვილად შეიძლება იყოს მოძალადე პედოფილის მსხვერპლი. ეს ვერ უარყო. გამოდის, რომ ბავშვის მონაყოლი ყველაფერი მართალია. მოწმე არასრულწლოვნის ჩვენებითაც დგინდება, რომ გარდაცვლილ მოძალადე პედოფილს ჰქონდა სხვა მცდელობაც, რომ ჰქონოდა სხვა ბიჭებთან ახლო ურთიერთობა. დღეს დაიკითხა არა მათავარი, მაგრამ ერთ-ერთი გამომძიებელი, რომელაც დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და ისიც გარკვეულწილად ადასტურებს ბავშვის მონაყოლს, ჭეშმარტებას, რომ აბაზანასთანაც იყო სისხლი და თვითონ მოძალადე პედოფილი უკვე დაჭრილ ვითარებაში ცდილობდა ბავშვი დანით დაეჭრა, თუმცა ბავშვმა მოასწრო და აბაზანაში ჩაიკეტა და გადაირიჩინა თავი”, – ამბობს ადვოკატი.
ოჯახი ამბობს, რომ 17 წლის მოზარდი უკაკნო პატიმრობაში იმყოფება და სახელმწიფოსგან სამართლიანობას მოითხოვს.ს
მივმართავ პროკურორს, მოსამართლეს ყველა იმ ადამიანს, ვინც იხილავს ამ საქმეს, რომ იყვნენ სამართლიანები. წარმოიდგინონ რომ მათი შვილი იცავს ამ პირობებში თავს, ჩათვლიდნენ თუ არა დამნაშავედ მათ შვილს? ჩემი 16 წლის ბავშვი არის 3 თვე უკანონო პატიმრობაში. მივმართავ დედებს, მშობლებს, სახელმწიფოს, რომ ჩემი უდანაშაულო შვილი მალე გამოუშვან”, – ამბობს დაკავებული დედა.
დანაშაული რუსთავში ორი თვის წინ, ივნისში მოხდა – არსებული ინფორმაციით, მოკლული კაცი ბაქოდან ჩამოსული ხელოსანი იყო. გამოძიების ვერსიით, მას სასიკვდილო ჭრილობები 15 წლის მოზარდმა ნაქირავებ ბინაში მიაყენა.
ირკვევა, რომ არასრულწლოვანი შემთხვევის დროს მამაკაცთან სტუმრად იმყოფებოდა. მოზარდის ახლობლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილი სკოლის მოსწავლეს დამხმარე მუშად ამუშავებდა, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სავახშმოდ მიიპატიჟა, კარი ჩაუკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა
