ანი მიროტაძე, რომელიც “ქართული ოცნების” ყოფილი წევრია, ამბობს, რომ მამუკა მდინარაძის შემდეგ ირაკლი კობახიძე იქნება ის ადამიანი, ვინც თანამდებობას დატოვებს.
მიროტაძის თქმით, ირაკლი კობახიძის ახალი პრემიერით ჩანაცვლება შემოდგომის ბოლოს ან ცოტა ადრე მოხდდება.
მიროტაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა კობახიძე თანამდებობიდან მარტივად არ წავიდეს – “მემგონია, რომ მას უფრო დიდი იმედი უნდა ჰქონდეს თავისი მეგობრების რუსეთში”.
მდინარაძის წასვლით ბუნებრივია არ დასრულდება ეს პროცესი და ბუნებრივია, წერილებიც იქნება კიდევ ღარიბაშვილი და არა მხოლოდ ღარიბაშვილის. იქნება კიდევ სხვა ინფორმაციებიც, რომლებიც საბოლოო ჯამში ალბათ მივა იქამდე, რომ შემდეგი იქნება ირაკლი კობახიძე. შემოდგომის ბოლოს, შეიძლება ცოტა ადრეც ქვეყანას ახალი პრემიერი ეყოლება, ოღონდ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მიიღებს ამას კობახიძე. შეიძლება კობახიძემ არ გადაწყვიტოს ასე მშვიდად წასვლა და დამორჩილება, ვინაიდან მან ბევრი რამ, ბევრი ახირება შეასრულა ბიძინა ივანიშვილის. კობახიძე არ არის მარტო და ცხადია არც მდინარაძის იმედად იყო და არც გორდულაძეების და იმ უსახო ადამიანების, იქ რომ არიან. მემგონია, რომ მას უფრო დიდი იმედი უნდა ჰქონდეს თავისი მეგობრების რუსეთში”, – აცხადებს ანი მიროტაძე.
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას წინ უსწრებდა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი.
ღარიბაშვილმა მის თანაპარტიელს, მამუკა მდინარაძეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დასდო ბრალი. მდინარაძემ შუამავლობა კამერების წინ უარყო და თქვა, რომ ყოფილი პრემიერი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, “ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს”.
