Thursday, August 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია, საერთოდ, ცხოვრებაში არავისთვის არანაირი წერილი არ გამიგზავნია”… – რას ამბობს მამუკა მდინარაძე

August 27, 2026
“წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია, საერთოდ, ცხოვრებაში არავისთვის არანაირი წერილი არ გამიგზავნია”… – რას ამბობს მამუკა მდინარაძე

რეგიონული განვითარების ყოფილის მინისტრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის წერილი არასდროს გაუგზავნია. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, წერილი, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, სრული აბსურდია.

„არავითარ კავშირში არ არის. წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია, მესიჯს თუ არ ჩავთვლით. საერთოდ, ცხოვრებაში არავისთვის არანაირი წერილი არ გამიგზავნია, არანაირი, არასდროს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილისთვის სხვა პირის მეშვეობითაც არასდროს არაფერი შეუთვლია.

„წერილი გამოგზავნაო ხომ თქვა? რა შევუთვალე? წერილში რა ეწერა, იცით თქვენ? წაკითხული გაქვთ ეს წერილი? მივყვეთ ლოგიკას. ახლა თავისუფლად საუბრის საშუალება მაქვს. მისი მხარდამჭერის პოზიციიდან არის წერილი დაწერილი, მამუკა მდინარაძის რანაირად შეიძლება რომ ყოფილიყო? სად არის ლოგიკა, აბა მითხარით. „ჩვენ ორი გზა გვაქვს“ და რაღაცები ეწერა, ან „უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე“- მამუკა მდინარაძე წერდა ვიბრძოლოთ ბოლომდეო? თქვენ სერიოზულად უყურებთ ამ საკითხს? არავისთვის არასდროს გამიგზავნია წერილი. პირდაპირ გეუბნებით, მსგავსი საკითხებით მე არასდროს ვყოფილვარ დაკავებული“, – განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრის განმარტებით, რატომ საუბრობს ირაკლი ღარიბაშვილი წერილში მასზე, „ეს თავად მას უნდა ჰკითხოთ“.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა. წერილში ღარიბაშვილი აცხადებს, რომ შარშან დაწყებული ე.წ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კამპანიის მთავარი მიზანი იყო მისი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უარი თქვა სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გაყვა მისთვის „გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დაეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები“, სანაცვლოდ მიიღო „დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა“.

ღარიბაშვილის მტკიცებით, მან ივლისში მიიღო წერილი მამუკა მდინარაძისგან და იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკაში დაბრუნებაზე უარი თქვა, გუნდმა 1%-იანი რისკის გამო კორუფციული ბრალის აღიარება მოითხოვა. ექსპრემიერი ამბობს, რომ ეს იყო „წითელი ხაზი“ და დასძენს: „რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სად შეწყდება გაზის მიწოდება – “თბილისი ენერჯი” ინფორმაციას ავრცელებს
  • “გუშინ არ დამიწყია ამაზე ფიქრი, ბოლო კვირების განმავლობაში ვფიქრობდი ბევრს…” – რას ამბობს მამუკა მდინარაძე თანამდებობის დატოვებაზე
  • საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge