Thursday, August 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ომბუდსმენი მერიას მიმართავს, დაადგინონ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო არეალში აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს, დადასტურების შემთხვევაში კი იმოქმედოს შესაბამისად

August 27, 2026
ომბუდსმენი მერიას მიმართავს, დაადგინონ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო არეალში აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს, დადასტურების შემთხვევაში კი იმოქმედოს შესაბამისად

სახალხო დამცველი თბილისის მერიას მიმართავს, დადგინოს, რუსთაველის გამზირზე, სარეაბილიტაციო არეალში აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს. ასეთის დადასტურების შემთხვევაში კი, შესაბამისად იმოქმედოს – მათ შორის გამოირიცხოს მისი მშრალი ჭრა და მტვრევა, უზრუნველყოს დასაქმებულთა აღიჭურვა შესაბამისი დამცავი საშუალებებით, ხოლო ნარჩენი შეგროვდეს ცალკე მარკირებულ შეფუთვაში.

სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ აზბესტი ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველი ნივთიერებაა და მისი ზემოქმედება დაკავშირებულია მძიმე დაავადებებთან, მათ შორის მეზოთელიომასა და ფილტვის კიბოსთან.

სახალხო დამცველის განცხადებით, უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება აზბესტის შემცველი მასალების იდენტიფიცირების და მართვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.

„თბილისში, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის მიმდინარეობის პარალელურად, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას მოიცავს, მიწის ქვედა ფენებში შესაძლოა აზბესტის შემცველი ძველი მასალები აღმოჩნდა.

იმის გათვალისწინებით, რომ წარსულში თბილისის წყალარინების სისტემაში მილსადენები სხვადასხვა მასალებისგან, მათ შორის აზბესტისგან იყო დამზადებული, სრულიად დასაშვებია იმის ალბათობა, რომ ისტორიულად ჩამოყალიბებული ქსელის განახლებისას აზბესტცემენტის მილები იქნას აღმოჩენილი.

საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ აზბესტი ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველი ნივთიერებაა და მისი ზემოქმედება დაკავშირებულია მძიმე დაავადებებთან, მათ შორის მეზოთელიომასა და ფილტვის კიბოსთან. რისკი მკვეთრად იზრდება მექანიკური ზემოქმედებისას, ჭრის, მტვრევის, ბურღვისა და გრუნტიდან ამოღების დროს. ზუსტად ამიტომ, აზბესტთან დაკავშირებულ პრობლემებზე სახალხო დამცველი დეტალურად მიუთითებს 2026 წლის აპრილში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში „აზბესტის საერთაშორისო რეგულირებასთან დაკავშირებით ეროვნული შესაბამისობის ზოგადი მიმოხილვა: შრომითი უსაფრთხოება, უფლება ჯანსაღ გარემოზე და ჯანმრთელობის დაცვა“, რომელშიც გამოკვეთილია არაერთი გამოწვევა, მათ შორის ის, რომ საქართველოში სრულად არ არის დანერგილი აზბესტის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტები, არ არის მიღებული ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც დაარეგულირებდა სამუშაო სივრცეში აზბესტის ზემოქმედებისგან დასაქმებულთა დაცვას და სხვა.

რუსთაველის გამზირი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საჯარო სივრცეა, შესაბამისად, პოტენციური ზემოქმედების არეალი მხოლოდ დასაქმებულებით არ შემოიფარგლება. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ის გარემოება, რომ 15 სექტემბერს სკოლებში სასწავლო პროცესი იწყება, სამუშაოების მონაკვეთში კი მდებარეობს პირველი კლასიკური გიმნაზია და სსიპ ქალაქ თბილისის №47 საჯარო სკოლა. ეს ნიშნავს, რომ სამუშაოების უშუალო სიახლოვეს ყოველდღიურად აღმოჩნდებიან ბავშვები. ბავშვები აზბესტის ზემოქმედების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია, ვინაიდან მათი სასუნთქი სისტემა ჩამოყალიბების პროცესშია, ხოლო აზბესტთან დაკავშირებული დაავადებების ლატენტური პერიოდი ათწლეულებს მოიცავს”, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა
  • ამ წუთებში მამუკა მდინარაძის ბრიფინგი მიმდინარეობს
  • ომბუდსმენი მერიას მიმართავს, დაადგინონ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო არეალში აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს, დადასტურების შემთხვევაში კი იმოქმედოს შესაბამისად

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge