Thursday, August 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“დღეს სიკვდილის იმპერიასთან გვაქვს საქმე, რომელიც არ ჩერდება და ცდილობს საქართველოს სახელმწიფოს გაუქმებას…” – რას აბობს ირაკლი ტაბლიაშვილი

August 27, 2026
“დღეს სიკვდილის იმპერიასთან გვაქვს საქმე, რომელიც არ ჩერდება და ცდილობს საქართველოს სახელმწიფოს გაუქმებას…” – რას აბობს ირაკლი ტაბლიაშვილი

დღეს სიკვდილის იმპერიასთან გვაქვს საქმე და ეს სიკვდილის იმპერია არ ჩერდება. ის ცდილობს საქართველოს სახელმწიფოს დასუსტებას და უკვე შემდგომ გაუქმებას, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, მოქალაქეთა გაერთიანება „ანტიანექსიური პლატფორმის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირაკლი ტაბლიაშვილმა, ამავე პლატფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მოძრაობამ უნდა გააერთიანოს საქართველოს მოქალაქეები და ათქმევინონ მთავარი სათქმელი, რომ საქართველო არ შეეგუება ანექსიას და ოკუპაციას.

“გასული საუკუნის 80-იან წლებში რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირს უწოდა “ბოროტების იმპერია”. დღეს სიკვდილის იმპერიასთან გვაქვს საქმე და ეს სიკვდილის იმპერია არ ჩერდება. ის ცდილობს საქართველოს სახელმწიფოს დასუსტებას და უკვე შემდგომ გაუქმებას.

ანტიანექსიური მოძრაობა უნდა აერთიანებდეს უკლებლივ ყველას. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის წინაშე, ამ ქვეყნის აწმყოს და მომავლის წინაშე. წარსულის წინაშეც, რასაკვირველია. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოძრაობა, რომელმაც წესით უნდა გააერთიანოს საქართველოს ბევრი მოქალაქე და ბევრ მოქალაქეს უნდა ათქმევინოს მთავარი სიტყვა, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შევეპუებით და შევეგუებით არც ოკუპაციას და არც ანექსიას, რისი მცდელობაც რუსეთს უკვე აქვს და შემდგომ მით უფრო გარკვეული პერიოდის შემდგომ მით უფრო ექნება”, – განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, სასტუმრო “თბილისი მერიოტში” მოქალაქეთა გაერთიანება “ანტიანექსიური პლატფორმა” დაფუძნდა. ღონისძიებაზე პლატფორმამ მიიღო დეკლარაცია – “არა ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას – დიახ სამართლიანობას, მშვიდობასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”.

პლატფორმის დამფუძნებლები არიან: ვლადიმერ ჩაჩიბაია – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე; ნოდარ ხარშილაძე – საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის CSAC თანადამფუძნებელი; აკია ბარბაქაძე – პოლკოვნიკი თადარიგში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე; კახა გოგიძე – რეჟისორი, პაატა დავითაია – “საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე, ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე; მამუკა გამყრელიძე – საქართველოს ყოფილი სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში; გიორგი მელაშვილი – ევროპულ – ქართული ინსტიტუტის EGI დირექტორი; ირაკლი ტაბლიაშვილი – ჟურნალისტი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
  • თამბაქოს კონტროლის ალიანსი ხელისუფლებას საკანონმდებლო ცვლილებებისა და ჯარიმების მკვეთრი გაზრდის ინიციატივით მიმართავს
  • გარდაიცვალა ცნობილი, ბრიტანელი მსახიობი ტიმ კარი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge