Wednesday, May 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ილონ მასკთან რომანის გამო, Google-ის დამფუძნებელი ცოლს შორდება

July 25, 2022
ილონ მასკთან რომანის გამო, Google-ის დამფუძნებელი ცოლს შორდება

ილონ მასკთან არსებული რომანის გამო, კომპანია Google-ის თანადამფუძნებელი სერგეი ბრინი ცოლს შორდება. – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

ბრინმა ნიკოლ შანაჰანთან განქორწინების გადაწყვეტილება მიმდინარე წლის იანვარში მიიღო და განცხადებით შესაბამის უწყებებსაც მიმართა. WSJ-ის მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია მასკისა და შანაჰანის რომანტიკულ ურთიერთობასთან, რომლის შესახებ ინფორმაცია ბრინმა განქორწინების მოთხოვნამდე რამდენიმე დღით ადრე შეიტყო.

აღნიშნულ საკითხს ილონ მასკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოცემული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს სრული სისულელეა. მე და სერგეი მეგობრები ვართ და გასულ საღამოს წვეულებაზე ერთადაც ვიყავით! გასული სამი წლის განმავლობაში ნიკოლი სულ ორჯერ ვნახე და ორივე შემთხვევაში საჯარო სივრცეში, ხალხთან ერთად. არაფერი რომანტიკული“ – განაცხადა მასკმა.

ამერიკული გამოცემის ცნობით, მიმდინარე წელს მასკისა და ბრინის მეგობრული ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუარესდა – მილიარდერმა მეწარმემ ილონ მასკის კომპანიებში განხორციელებული საინვესტიციო პოზიციების დახურვის და საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტის გადაწყვეტილებაც მიიღო.

შეგახსენებთ, რომ სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა კომპანია Google-ი 1998 წელს დააფუძნეს. Forbes-ის შეფასებით, ბრინის ქონება 90 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს რიგით მეცხრე უმდიდრესი ადამიანია; $254-მილიარდიანი შეფასებით კი, Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელი პირველ ადგილს იკავებს.

Tags: ილონ მასკი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥დიდუბეში, თბილისი – ბათუმის მატარებელი კაცს დაეჯახა
  • თბილისში ქალს მანქანა დაეჯახა – როგორია მისი მდგომარეობა
  • თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა სილამაზის სალონი გაქურდეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge