როდის დასრულდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია? – თბილისის მერის ბოლო განცხადებამ სამუშაოების დასრულების ვადებთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამზირის სამ მონაკვეთზე სამუშაოებისთვის განსაზღვრული 100-დღიანი ვადა ოქტომბრის ბოლოს იწურება, თუმცა კახა კალაძე მოსახლეობას რეაბილიტაციით გამოწვეული დისკომფორტის ნოემბრის ბოლომდე მოთმენას სთხოვს. ოპოზიციაში კითხულობენ, შეიცვალა თუ არა პროექტის დასრულების ვადა და რატომ არ ემთხვევა მერის მიერ დასახელებული თარიღი სატენდერო პირობებით განსაზღვრულ ვადებს.
“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი ბესიკ დონაძე სატენდერო დოკუმენტაციაზე მიუთითებს და ამბობს, რომ სამივე მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დაწყებიდან 100 დღეში უნდა დასრულდეს, რაც, მისი თქმით, საავტომობილო მოძრაობის ოქტომბრის ბოლოს აღდგენას გულისხმობს. დონაძე სამუშაოების ორგანიზებასაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პროექტის მიმდინარეობისას გამოვლენილი პრობლემები არასათანადო დაგეგმვის შედეგია. განაგრძეთ კითხვა…
