საცხოვრებელი კორპუსი არის მეოთხე ხარისხის ავარიული, რაზეც სამხარაულის დასკვნაც აქვთ და პირდაპირ წერია, რომ აღდგენას არ ექვემდებარება – ამის შესახებ მოქალაქე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
“გუშინ ქ. თბილისში, ნუციბიძის ქ.#36_ში ბიძაშვილს ვეხმარებოდი სახლის დაცლაში და ეს ფაქტი რომ არ დამეფიქსირებინა არ შეიძლებოდა.
საცხოვრებელი კორპუსი არის მეოთხე ხარისხის ავარიული, რაზეც სამხარაულის დასკვნაც აქვთ და პირდაპირ წერია, რომ აღდგენას არ ექვემდებარება და არის საშიშროება უეცარი ჩამონგრევის. აი ნახეთ ხალხი რა ვითარებაში ცხოვრობს (იხილეთ ფოტოები). ერთი წელია თითქმის მერიას გაყვანილი ყავს ნაწილი მოსახლეობა ქირით, ნაწილი არ გაყავს რადგან სხვა საცხოვრებელი უფიქსირდებათ ანუ შვილის ან მშობლის სახლი. აქ არ არის ის რომ მოსახლეობა რამეზე ვერ თანხმდება მერიასთან, როგორც ეს ჟღერდებოდა სადგურის მოედანზე მომხდარი უბედურების დროს, პირიქით თვითონ დაალაგეს რომელიღაც დეველოპერთან, შეათანხმეს პირობები და მოლოდინში არიან დეველოპერის ან მერიის, ესეც ვერ გაუგიათ ვის ელოდებიან მხოლოდ ბიუროკრატიული მდგომარეობა რომელიც ერთი წელია გრძელდება. საკითხავი ის იქნება რამე უბედურება რომ მოხდეს პასუხისმგებლობა ვის ეკისრება. შეიძლება ამ ვითარებაში ერთი ღამის გათენება მაინც?! მიშენების ის ნაწილი რომელიც ყველაზე მეტად არის დაზინებული და სახლს შორდება, სადაც
ჩამოშლის ყველაზე მეტი საშიშროებაა – ზეპირ სიტყვიერად უთხრეს სპეციალისტებმა მოერიდეთ მაგ ნაწილის ექსპლუატაციასო (დაცალეთ ავეჯისგან და ნუ გახვალთო).
აი ამ ვითარებაში ცხოვრობს ხალხი, დილას შეიძლება კედელი ჩამოშლილი დახვდეთ” – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე და ფოტოს ავრცელებს.
